მოსწავლეებო, შეამოწმეთ თქვენი ცოდნა N2


ეს გვერდი შექმნილია

ამ გვერდის შექმნის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს ქიმიის შესწავლაში. 
ქვემოთ მოცემულ ბმულზე თქვენ გაეცნობით საინფორმაციო მასალას. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება შეასრულოთ ჩემ მიერ შესრულებული ტესტები(გამოკითხვა). პასუხებზე უკუკავშირის მიღება ხდება მაშინვე, რადგან იქვე ჩანს სწორია, თუ არასწორი თქვენი პასუხი. ტესტირების გავლა შეიძლება რამდენჯერმე, სანამ არ მიხვალთ სწორ პასუხამდე. შესაბამისად, მოცემული ტესტები ერთგვარი განმავითარებელი შეფასებაა, რომელიც მოგცემთ საშუალებას დამოუკიდებლად განსაზღვროთ თქვენი ცოდნა და გაანალიზოთ მიღებული პასუხები.

გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ როგორ მოგეწონათ ჩემი ბლოგი. რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის. ასევე, შეგიძლიათ, კომენტარების საშუალებით, მომაწოდოთ თქვენი სურვილები, თუ რომელი თემის, საკითხის, თუ მეთოდის შესახებ გნებავთ ინფორმაციის მიღება.
გისურვებთ წარმატებებს!

ტესტი N2

გთავაზობთ საკითხავ მასალას ქიმიური ბმისა და ჟანგვა-აღდგენის შესახებ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ: საკითხავი მასალის სანახავად დააჭირეთ აქ

ქიმიური ბმა. ჟანგვა-აღდგენა


    ინსტრუქცია
  1. რომელ ნივთიერებაშია მეტალური ბმა:
    NH3
    CO2
    Fe
    H2O
  2. რამდენი საზიარო ელექტრონული წყვილი წარმოიქმნება აზოტის მოლეკულაში N2
    1
    2
    3
    5
  3. რომელ ნაერთშია ბმა უფრო პოლარული:
    HCl
    HI
    HBr
    HF
  4. რომელ ნაერთშია არ არის იონური ბმა:
    NaCl
    ZnCl2
    KF
    CCl4
  5. რომელ ელემენტს აქვს დასრულებული გარე ელექტრონული შრე:
    Be
    Ar
    K
    F
  6. რამდენი კოვალენტური ბმის წარმოქმნა შეუძლია წყალბადის ატომს:
    1
    2
    3
    არც ერთი
  7. კოვალენტურ-არაპოლარულ ბმას წარმოქმნიან:
    ერთნაირი ელექტროუარყოფითობის მქონე ატომები
    სხვადასხვა ელექტროუარყოფითობის მქონე ატომები
    მკვეთრად განსხვავებული ელექტროუარყოფითობის მქონე ატომები
    ატომები, რომლებსაც დასრულებული გარე შრე აქვთ
  8. რამდენი საზიარო ელექტრონული წყვილი წარმოიქმნება ჟანგბადის მოლეკულაში O2
    1
    2
    3
    6
  9. რომელი ელემენტების ატომებს შორის წარმოიქმნება უმეტესად იონური ბმა:
    მეტალების ატომთა შორის
    მეტალებისა და არამეტალების ატომებს შორის
    არამეტალთა ატომებს შორის
    ცალსახა პასუხს ვერ გავცემთ
  10. ნივთიერებათა რომელ წყვილში იქნება საზიარო ელექტრონული წყვილები გადაწეული ჟნგბადის ატომისკენ:
    OF2 და CO
    Cl2O და NO
    H2O და OF2
    O2 და OF2
  11. ქიმიური ბმა ნატრიუმის ქლორიდში NaCl:
    პოლარულ კოვალენტურია
    მეტალურია
    იონურია
    წყალბადურია
  12. მეტალები ხასიათდებიან პლასტიურობით და ჭედადობით რადგან მეტალის ფორმის ცვლილებისას:
    მეტალური ბმა ირღვევა
    მეტალური ბმა არ ირღვევა
    მეტალური ბმა ნაწილობრივ ირღვევა
    მეტალური ბმა იონურ ბმად გარდაიქმნება
  13. ატომები ერთმანეთთან ამყარებენ ქიმიურ ბმას, რადგან:
    გაიზარდონ ჟანგვის ხარისხი
    გარე ელექტრონული შრე შეივსონ ელექტრონებით
    მიიზიდავენ ერთმანეთს
    გასცენ ელექტრონები
  14. მოცემულ ნაერთებში ქიმიური ბმის ტიპები შესაბამისად არის: Mg → NaCl → H2O → Cl2
    მეტალური → იონური → არაპოლარულ-კოვალენტური → პოლარულ-კოვალენტური
    იონური → მეტალური → პოლარულ-კოვალენტური → არაპოლარულ-კოვალენტური
    მეტალური → იონური → პოლარულ-კოვალენტური → არაპოლარულ-კოვალენტური
    იონური → მეტალური → პოლარულ-კოვალენტური → არაპოლარულ-კოვალენტური
  15. რომელ ატომს აქვს მეტად გამოხატული მეტალური თვისებები:
    1S22S22P5
    1S22S22P63S2
    1S22S22P3
    1S22S22P63S23P4
  16. გარდაქმნებში: Cu+2 → Cu0 და Na0 → Na+
    სპილენძი დაიჟანგა და ნატრიუმი აღდგა
    ორივე აღდგა
    სპილენძი აღდგა და ნატრიუმი დაიჟანგა
    ორივე დაიჟანგა
  17. ჟანგვის ხარისხი არის:
    ატომში გაუწყვილებელი ელექტრონების რიცხვი;
    ატომის პირობითი მუხტი ნაერთში;
    ატომის მიერ სხვა ატომებთან გაზიარებული ელექტრონების რიცხვი;
    ელექტრონების რიცხვი ატომის გარე შრეზე.
  18. წყალბადის ჟანგვის ხარისხი შეიძლება იყოს:
    როგორც დადებითი, ისე უარყოფითი;
    მხოლოდ დადებითი;
    მხოლოდ უარყოფითი;
    ცალსახა პასუხს ვერ გავცემთ.
  19. ნატრიუმის ატომმა გასცა ელექტრონი, ამ დროს:
    მისი ელექტრონული შრეების რიცხვი უვცველი რჩება;
    მისი ბირთვის მუხტი +1 -ის ტოლი ხდება;
    მისი დაჟანგვის ხარისხი +1 ხდება;
    ატომი ნეიტალური რჩება;
  20. ელექტრონების გაცემის უნარი ყველაზე ნაკლებად აქვს გამოხატული:
    Pb
    Al
    Mg
    Fe
  21. ჟანგვა ეწოდება:
    ატომის მიერ ელექტრონების გაცემის პროცესს;
    ატომის მიერ ელექტრონების გაწყვილების პროცესს;
    ელექტრონის მიერთების პროცესს;
    ელექტრონის გაცემის და მიერტების პროცესს;
  22. აღმდგენია ნივთიერება, რომელში ელემენტის ჟანგვის ხარისხი:
    იზრდება
    მცირდება
    არ იცვლება
    ან იზრდება ან მცირდება;
  23. რეაქციებში 1. Fe+S→FeS 2. O2+S→SO2 გოგირდი:
    (1) შემთხვევაში დამჟანგავია, (2) შემთხვევაში აღმდგენია;
    (1) შემთხვევაში აღმდგენია, (2) შემთხვევაში მჟანგავია;
    ორივე შემთხვევაში მჟანგავია;
    ორივე შემთხვევაში აღმდგენია;
  24. რეაქციაში 2Na+Cl2→2NaCl იჟანგება:
    Na
    Cl2
    Na+
    Cl-
  25. P-3 არის:
    მჟანგავიც და აღმდგენიც
    მხოლოდ მჟანგავი
    არც აღმდგენი და არც ჟანგავი
    მხოლოდ აღმდგენი

    

No comments:

Post a Comment