Tuesday, October 9, 2018


ლელა ბუბაშვილის ბლოგი


რა არის ბლოგი? სიტყვა ბლოგი, შესიტყვება „ვებლოგი“-დან (weblog) წარმოებულია. თავად ვებლოგი კი ორი სიტყვის ერთობლიობაა  – ვები(web) და ლოგი(log). რაც ითარგმნება, როგორც ვებ ჩანაწერი, ან ვებ ჟურნალი. ბლოგი ძალიან კარგი საშუალებაა ადამიანებთან საკონტაქტოდ. 

ჩემი ბლოგი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირის, განსაკუთრებით მასწავლებლებისთვის. მასში წარმოდგენილი ჩემი საქმიანობის სფეროები და მოცემულია სხვადასხვა სახის მეთოდური და საინფორმაციო მასალები, მათ შორის: 

  • მეთოდური ინსტრუქციები;
  • გაკვეთილის გეგმები;
  • ვიდეოგაკვეთილები;
  • ელექტრონული ტესტები და სხვა.

ჩემი ბლოგის საშუალებით მინდა გაგიზიაროთ და თქვენგანაც გავიზიარო შეხედულებები, სიახლეები, გამოცდილება. ვფიქრობ, რომ აქ წარმოდგენილი ინფორმაციები და მასალები საინტერესოა და მორგებულია როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების საჭიროებებს. 

იმედი მაქვს ჩემი ბლოგი მოგანიჭებთ სიამოვნებას და შესაძლოა, მისი დახმარებით, თქვენც მიაღწიოთ დიდ წარმატებას.


გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ როგორ მოგეწონათ ჩემი ბლოგი. რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის. ასევე, შეგიძლიათ, კომენტარების საშუალებით, მომაწოდოთ თქვენი სურვილები და შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ!

                                                           გისურვებთ წარმატებებს!!!!