მოსწავლეებო, შეამოწმეთ თქვენი ცოდნა N1



ამ გვერდის შექმნის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს ქიმიის შესწავლაში. 
ქვემოთ მოცემულ ბმულზე თქვენ გაეცნობით საინფორმაციო მასალას. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება შეასრულოთ ჩემ მიერ შესრულებული ტესტები(გამოკითხვა). პასუხებზე უკუკავშირის მიღება ხდება მაშინვე, რადგან იქვე ჩანს სწორია, თუ არასწორი თქვენი პასუხი. ტესტირების გავლა შეიძლება რამდენჯერმე, სანამ არ მიხვალთ სწორ პასუხამდე. შესაბამისად, მოცემული ტესტები ერთგვარი განმავითარებელი შეფასებაა, რომელიც მოგცემთ საშუალებას დამოუკიდებლად განსაზღვროთ თქვენი ცოდნა და გაანალიზოთ მიღებული პასუხები.

გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ როგორ მოგეწონათ ჩემი ბლოგი. რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის. ასევე, შეგიძლიათ, კომენტარების საშუალებით, მომაწოდოთ თქვენი სურვილები, თუ რომელი თემის, საკითხის, თუ მეთოდის შესახებ გნებავთ ინფორმაციის მიღება.
გისურვებთ წარმატებებს!

ტესტი N1

გთავაზობთ საკითხავ მასალას გოგირდის შესახებ, რომელიც შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე: საკითხავი მასალის სანახავად დააჭირეთ აქ


გოგირდი


    ინსტრუქცია
  1. გოგირდი ნაერთებში არ ავლენს ჟანგვის ხარისხს:
    +5
    +4
    +6
    -2
  2. გოგირდის ელექტრონული ფორმულაა:
    1S22S22P63S23P4
    1S22S22P4
    1S22S22P63S23P2
    1S22S22P2
  3. გოგირდი ბუნებაში არ გვხვდება:
    თავისუფალი სახით
    ნაერთების სახით
    ქლორიდების სახით
    სულფიდების სახით
  4. რომბული გოგირდის მოლეკულა:
    ერთატომიანია
    ორატომიანია
    სამატომიანია
    ციკლური რვაატომიანია
  5. მონოკლინური გოგირდის მიღება შესაძლებელია:
    გამღვალი პლასტიკური გოგირდის სწრაფი გაცივებით
    გამღვალი რომბული გოგირდის სწრაფი გაცივებით
    გამღვალი პლასტიკური გოგირდის ნელი გაცივებით
    გამღვალი რომბული გოგირდის ნელი გაცივებით
  6. მოცემული რეაქციების შედეგად შესაბამისად მიიღება: Na + S → Hg + S → Al + S →
    ნატრიუმის სულფიდი - ვერცხლის სულფიდი - ალუმინის სულფიდი
    ნატრიუმის სულფიდი - ვერცხლისწყლის სულფიდი - ალუმინის სულფიდი
    ნატრიუმის სულფიდი - ვერცხლისწყლის სულფიდი - ალუმინის სულფიტი
    ნატრიუმის სულფიდი - ვერცხლისწყლის სულფიდი - ალუმინის სულფატი
  7. მოცემულ ნაერთებში გოგირდი შესაბამისი ჟანგვის ხარისხია: H2SO4 → H2S → H2S2O7 → H2SO3
    +6 → -2 → +2 → +4
    -6 → -2 → +6 → +4
    +6 → -2 → +6 → +4
    +4 → -2 → +6 → +6
  8. გოგირდი არ გამოიყენება:
    კაუჩუკის ვულკანიზაციისათვის
    ანტიპარაზიტული მალამოების დასამზადებლად
    შავი დენთის მისაღებად
    წყლის სადეზინფექციოდ

    

No comments:

Post a Comment