მასწავლებლებო, შეამოწმეთ თქვენი ცოდნა N1

რატომ შეიქმნა ეს გვერდი?

ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი. ტრენინგის მონაწილეები ხშირად სვამენ შეკითხვებს ამა თუ იმ მეთოდის შესახებ. გადავწყვიტე შემექმნა ეს გვერდი.  

აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია სწავლების სხვადასხვა მეთოდისა და აქტივობის შესახებ. ინფორმაცია მოცემული იქნება საიტებზე განთავსებული სტატიებისა და ვიდეო-რგოლების სახით. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება შეასრულოთ ჩემ მიერ შესრულებული ტესტები(გამოკითხვა) კონკრეტულ მეთოდსა თუ აქტივობაზე და შეამოწმოთ რამდენად მოახერხეთ ინფორმაციის აღქმა და გააზრება. პასუხებზე უკუკავშირის მიღება ხდება მაშინვე, რადგან ტესტის სტრუქტურიდან გამომდინარე, იქვე ჩანს სწორია, თუ არასწორი თქვენი პასუხი. ტესტირების გავლა შეიძლება რამდენჯერმე, სანამ არ მიხვალთ სწორ პასუხამდე. შესაბამისად, მოცემული ტესტები ერთგვარი განმავითარებელი შეფასებაა, რომელიც მოგცემთ საშუალებას დამოუკიდებლად განსაზღვროთ თქვენი ცოდნა და გაანალიზოთ მიღებული პასუხები.

ტესტის ტექნიკური მხარდაჭერა ითვალისწინებს, რომ ერთ გვერდზე შესაძლებელია იყოს განთავსებული მხოლოდ ერთი ტესტი, ამიტომ მასწავლებლებისათვის გათვალისწინებულ მომდევნო ტესტებს შემოგთავაზებთ ამ ბლოგის სხვა გვერდებზე.

გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ როგორ მოგეწონათ ჩემი ბლოგი. რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის. ასევე, შეგიძლიათ, კომენტარების საშუალებით, მომაწოდოთ თქვენი სურვილები, თუ რომელი თემის, საკითხის, თუ მეთოდის შესახებ გნებავთ ინფორმაციის მიღება.
გისურვებთ წარმატებებს!

განათლების მიზნების(ბლუმის) ტაქსონომია
ტესტი N1

გთავაზობთ საკითხავ მასალას განათლების მიზნების(ბლუმის) ტაქსონომიის შესახებ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ: საკითხავი მასალის სანახავად დაჭირეთ აქ

ქვემოთ მოცემული ტესტის საშუალებით შეგიძლიათ განსაზღვროთ რამდენად სწორად მიიღეთ და გაითავისეთ მიღებული ინფორმაცია განათლების მიზნების ტაქსონომიის შესახებ:

განათლების მიზნების ტაქსონომია


    ინსტრუქცია
  1. განათლების მიზნების ტაქსონომიის რომელ დონეს შეესაბამება სიტუაცია: მასწავლებელმა მოსწავლეებს მიაწოდა თემასთან დაკავშირებული ახალი ინფორმაცია.
    გამოყენება
    ცოდნა
    ანალიზი
    გაგება
  2. განათლების მიზნების ტაქსონომიის რომელ დონეს შეესაბამება სიტუაცია:მოსწავლეები მსჯელობენ მიზეზებზე, რამ გამოიწვია ბრძოლაში დამარცხება.
    გამოყენება
    ცოდნა
    ანალიზი
    გაგება
  3. განათლების მიზნების ტაქსონომიის რომელ დონეს შეესაბამება სიტუაცია:მოსწავლეები რუქაზე აჩვენებენ მოწინააღმდეგის გადაადგილების მარშრუტს.
    გამოყენება
    სინთეზი
    ანალიზი
    გაგება
  4. განათლების მიზნების ტაქსონომიის რომელ დონეს შეესაბამება სიტუაცია:მოსწავლეებმა შეადგინეს მთავარი და მეორეხარისხოვანი მოვლენების ჩამონათვალი.
    სინთეზი
    გაგება
    ანალიზი
    გამოყენება
  5. განათლების მიზნების ტაქსონომიის რომელ დონეს შეესაბამება სიტუაცია:მოსწავლეები აკრიტიკებენ ერთმანეთის პოზიციებს.
    გამოყენება
    სინთეზი
    ანალიზი
    შეფასება
  6. განათლების მიზნების ტაქსონომიის რომელ დონეს შეესაბამება სიტუაცია: მოსწავლეები ეძებენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს. 
    გამოყენება
    სინთეზი
    ანალიზი
    გაგება

    

გამოყენებული ლიტერატურა: 
1. მოკლევადიანი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებელბისათვის პროფესიულ უნარებში - 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სატრენინგო მასალები.



No comments:

Post a Comment