კოლეგებთან სამუშაო შეხვედრები

სამუშაო შეხვედრა თბილისში

9 აპრილს სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში გაიმართა  პროექტის ფარგლებში მესამე სამუშაო შეხვედრა, სადაც  მონაწილეებმა იმუშავეს ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის საკუთარ   ვებგვერდზე.

შეხვედრა  ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა, რადგან ბევრი ახალი უნარები აითვისეს ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. 

პროექტი ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გრანტის ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრა გორში

10 აპრილს სსიპ გორის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა  პროექტის ფარგლებში მესამე სამუშაო შეხვედრა, სადაც  მონაწილეებმა იმუშავეს ნორჩ-ქიმიკოსთა კლუბის საკუთარ   ვებგვერდზე.

შეხვედრა  ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო გამოვიდა, რადგან ბევრი ახალი უნარები აითვისეს ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. 
სპქა დიდ მადლობას უხდის სსიპ -  გორის N3 საჯარო სკოლას, როგორც პროექტის პარტნიორს და მის  დირექტორს  ბატონ ვახტანგ სუხიტაშვილს გულსხმიერებისათვის და ხელის შეწყობისათვის. სკოლის ქიმიის კაბინეტს  სპქა საჩუქრად გადასცემს ელემენტთა პერიოდულობის ცხრილს.

პროექტი ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გრანტის ფარგლებში.


სამუშაო შეხვედრა გორში

10 მარტს ჩატარდა მეორე სამუშაო შეხვედრა შიდა ქართლის ქიმიის მასწავლებლებთან. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა სსიპ - გორის N5 საჯარო სკლოაში, მას უძღვებოდა ლელა ბუბაშვილი. შეხვედრის მიზანი იყო ექსპერიმენტული ამოცანების ამოხსნა.

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში. 

სამუშაო შეხვედრა თბილისში

9 მარტს ჩატარდა მეორე სამუშაო შეხვედრა თბილისის ქიმიის მასწავლებლებთან. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკლოაში, მას უძღვებოდა ლელა ბუბაშვილი. შეხვედრის მიზანი იყო ექსპერიმენტული ამოცანების ამოხსნა.








სამუშაო შეხვედრა გორში

10 თებერვალს გორის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა ქიმიის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ლელა ბუბაშვილი. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლები. შეხვედრა ჩატარდა სსიპ - ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლაში. შეხვედრის თემა იყო „ხსნარები“. 

შეხვედრაზე მუშაობა  საინტერესოდ წარიმართა, მონაწილეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ქიმიური ექსპერიმენტის ჩატარებაში. 

მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ მათ ძალიან სჭირდებათ ექსპერიმენტული ხასიათის ტრენინგები. დიდი სურვილი აქვთ რომ მარტივი ქიმიური ექსპერიმენტების დაგეგმვასა და უსაფრთხოდ ჩატარების მიმართულებით გაძლიერდეს სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები. კლუბების ქსელის მიმართ დიდი ინტერესი გამოითქვა. 


სამუშაო შეხვედრები ტარდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში. 


სამუშაო შეხვედრა ევროპულ სკოლაში

26 იანვარს ჩატარდა პირველი სამუშაო შეხვედრა თბილისის მასწავლებლებთან სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის: "ნორჩ ქიმიკოსთა კლუბების ქსელი" ფარგლებში. შეხვედრის ფასილიტატორი იყო ლელა ბუბაშვილი.  შეხვედრას ესწრებოდა თბილისის სხვადასხვა სკოლის 12 მასწავლებელი. სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლები გაეცნენ პროექტის მიზნებს, ჩაატარეს ექსპერიმენტი თემაზე: "ხსნარები". მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართული შეხვედრის მიმდინარეობაში, ხალისით ჩაატარეს ექსპერიმენტები და აღნიშნეს, რომ შეხვედრის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მასწავლებლებისათვის, რადგან მორგებულია მათ საჭიროებებზე.


















No comments:

Post a Comment