გაკვეთილის გეგმები

სამოდელო გაკვეთილი

2019 წლის 13 მაისს ჩავატარე გაკვეთილი თემაზე: „რაოდენობრივი თანაფარდობანი ელექტროლიზის დროს“.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ რა ქიმიური და ფიზიკური კანონზომიერებები უდევს საფუძვლად  ელექტროლიზის პროცესს, შეედგინათ ელექტროლიზის ამსახველი რეაქციების სქემები, ამოეხსნათ რაოდენობრივი ამოცანები.

ჯგუფებს უნდა დაემუშავებინათ თეორიული მასალა, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია ელექტროლიზის რაოდენობრივი თანაფარდობების შესახებ, შემდეგ ჯგუფებს უნდა შეედგინათ სამუშაო ფურცლებზე მოცემული ელექტროლიზის ამსახველი სქემები და ამოეხსნათ მიცემული რაოდენობრივი ამოცანა. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში. გააკეთეს პრეზენტაცია, პრეზენტაციაში მონაწილეობდა ჯგუფის ყველა წევრი, რომლებიც ავსებდნენ ერთმანეთის პასუხებს. პრეზენტაციის დროს მოსწავლეებმა გაანალიზეს, იმსჯელეს, არგუმენტებით გაამყარეს მსჯელობა, გააკეთეს შესაბამისი დასკვნები. მოახდინეს მასალის განზოგადება. მოსწავლეებმა გაიაზრეს თეორიული მასალა, მასზე დაყრდნობით შეადგინეს ელექტროლიზის სქემები და სწორად ამოხსნეს რაოდენობრივი ამოცანები.
გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას:
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი,  პირადი ნომერი: ლელა ბუბაშვილი
საგანი: ქიმია
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული (ქიმია-ფიზიკა)

სწავლების საფეხური/კლასი: 104 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
გაკვეთილის თემა:  რაოდენობრივი თანაფარდობანი ელექტროლიზის დროს 
·         მოსწავლეს ეცოდინება რა ქიმიური და ფიზიკური კანონზომიერებები უდევს საფუძვლად  ელექტროლიზის პროცესს;
·         მოსწავლე შეძლებს წყლის, მარილების ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესში ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემების შედგენას ყოველ ჯერზე სწორად;
·         მოსწავლე შეძლებს ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებ წარმოებას;
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხს. მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
ინფორმაციის გაცნობა
საერთო საკლასო

2 წუთი
2
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს გაიხსენოს წყლის, მარილების ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესში ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებ
აქტივობის აღწერა:
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვსვამ  ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებულ შეკითხვებს. მოსწავლეები პასუხობენ,  მსჯელობენ, ახდენენ ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში ვსვამ დამაზუსტებელ  შეკითხვებს,  ვაძლევ უკუკავშირს.
კითხვების დასმა
საერთო საკლასო

3 წუთი
3
სიღრმისეული წვდომა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს სიღრმისეულად გაიაზროს წყლის, მარილების ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესში ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებ. მოსწავლე გაეცნობა ელექტროლიზის დროს რაოდენობრივი გაანგარიშებების კანონებს. ამ კანონების გამოყენებით შეძლებს რაოდენობრივი გაანგარიშებების წარმოებას.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით(გადათვლა) დაყოფს მოსწავლეებს ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა საინფორმაციო ფურცლები, რომელზეც მოცემულია  ელექტროლიზის დროს რაოდენობრივი გაანგარიშებების კანონები(ფარადეის კანონები) და ორი დავალება:
I დავალება - მოცემული ნივთიერების წყალხსნარის/ნალღობის ელექტროლიზის პროცესის სქემის შედენა;
II დავალება  - ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებული რაოდენობრივი ამოცანა.

ჯგუფებში მოსწავლეები:
1.       ამუშავებენ თეორიულ მასალას;
2.       ადგენენ მიცემული ნივთიერების წყალხსნარის/ნალღობის ელექტროლიზის პროცესის სქემას. აანალიზებენ, აკეთებენ დასკვნას -  რომელი ნივთიერება გამოიყოფა ანოდზე და კათოდზე და შესაბამისი არგუმენტებით ამყარებენ გამოტანილ დასკვნას;
3.       ფარადეის კანონების გამოყენებით ხსნიან რაოდენობრივ ამოცანას. აანალიზებენ და აკეთებენ დასკვნებს, ამყარებენ შესაბამისი არგუმენტებით.
მასალის დამუშავების შემდეგ ჯგუფები ამზადებენ პრეზენტაციას ფლიპჩარტზე.
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი: ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური
ბარათებიდავალებებით
16  წუთი
4
შესრულებული დავალების პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს შესრულებული დავალების პრეზენტაცია
აქტივობის აღწერა:
 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითოეული ჯგუფი წარმოადგენს შესრულებულ დავალებას. მოსწავლეებს ვუსაზღვრავ დროს. ჯგუფები აკეტებენ პრეზენტაციას, გამოაქვთ დასკვნები. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ დამაზუსტებელ შეკითხვებს, ვაძლევ უკუკავშირს.
პრეზენტაცია
ჯგუფური
ჯგუფის მიერ მომზადებული პრეზენტაცია/ფლიპჩარტი

16 წუთი
4
გასასვლელ  ბილეთებზე მუშაობა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეაჯამონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა/უნარები.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს. ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ და სამუშაოს  დასრულების შემდეგ ნამუშევრებს მაბარებენ.
შედეგების ანალიზის გათვალისწინებით განვსაზღვრავ  მომდევნო გაკვეთილის მიზანს და დავგეგმავ შესაბამის აქტივობებს.
გასასვლელი ბილეთები
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი გასასვლელი ბილეთი
6 წუთი
6
მოსწავლეების შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმავითარებელი და განმსაზღვრელი  შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების შემდეგ მეთოდებს:
1. უკუკავშირი - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
2. გასასვლელი ბილეთები;
3. მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
4. დაკვირვების ფურცელი;

მოსწავლეებს გავაცნობ განმსაზღვრელი შეფასების შედეგებს (შეფასების სქემა ერთვის გაკვეთილის გეგმას)

საშინაო დავალების მიცემა შესაბამისი მეტაკოგნიტური ინსტრუქციით.
ინფორმაციის გაცნობა;

მინი ლექცია.
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო
2 წუთი

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         მოსწავლემ იცის რა ქიმიური და ფიზიკური კანონზომიერებები უდევს საფუძვლად  ელექტროლიზის პროცესს;
·         მოსწავლეს შეუძლია წყლის, მარილების ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესში ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემების შედგენა ყოველ ჯერზე სწორად;
·         მოსწავლეს შეუძლია ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებ წარმოება;

შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმაითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების მეთოდებს:  უკუკავშირი, მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები.
შესაბამისობა სასწავლო ეროვნულ გეგმასთან:
ქიმ.X.10.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ელექტროლიზის მოვლენა   და მისი  როლი ტექნიკასა და მრეწველობაში.
შედეგი თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე:
·         ადგენს წყლის, მარილების ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესში ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებს;
·         ასრულებს ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებს.
·          
ფიზ.გაძ.X.5.მოსწავლეს შეუძლია ელექტრული და მაგნიტური მოვლენების კვლევა.
        შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს ელექტრული დენის თავისებურებებზე ლითონში,  სითხეში, აირში. ახასიათებს ელექტროლიზის მოვლენას და აანალიზებს ფარადეის კანონებს;

კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
1 - 4
საშუალო
5 – 7
კარგი
8 - 9
ძალიან კარგი
10
ელექტროლიზის პროცესის ქიმიური და ფიზიკური კანონზომიერებების ცოდნა 
ვერ აღწერს ელექტროლიზის პროცესის ქიმიურ და ფიზიკურ კანონზომიერებებს
ხარვეზებით აღწერს ელექტროლიზის პროცესის ქიმიურ და ფიზიკურ კანონზომიერებებს
უმნიშვნელო ხარვეზებით აღწერს ელექტროლიზის პროცესის ქიმიურ და ფიზიკურ კანონზომიერებებს
უშეცდომოდ აღწერს ელექტროლიზის პროცესის ქიმიურ და ფიზიკურ კანონზომიერებებს
წყლის, მარილების ნალღობებისა და წყალხსნარების ელექტროლიზის პროცესში ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემების შედგენა
ვერ ადგენს ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებ
ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემების შედგენისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს
ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემების შედგენისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
უშეცდომოდ ადგენს ელექტროდებზე იონური განმუხტვისას მიმდინარე რეაქციების სქემებ
ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებ წარმოება
ვერ აწარმოებს ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებს
ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებ წარმოებისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს
ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებ წარმოებისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
უშეცდომოდ აწარმოებს ელექტროლიზის პროცესთან დაკავშირებულ რაოდენობრივ გამოთვლებს



გაკვეთილის გეგმა N4  
                                                 
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  ლელა ბუბაშვილი
საგანი:  ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: 103 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  27 მოსწავლე.   სსსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის თემა:  იონური მიმოცვლის რეაქციები
გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლე შეძლებს აღწეროს იონური მიმოცვლის რეაქციები; მოსწავლე შეძლებს იმსჯელოს იონური რეაქციების მიმდინარეობის პირობებზე; მოსწავლე შეძლებს იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენას.  
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

აქტივობის აღწერა 
ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხს. მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.

ინფორმაციის გაცნობა
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები;
2 წუთი
2
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი:
 მოსწავლე შეძლებს გაიხსენოს მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტროლიტური დისოციაციის პროცესი და დისოციაციის რეაქციების ტოლობების შედგენა.
აქტივობის აღწერა:
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვსვამ  ლოგიკური თანმიმდევრობის  მიხედვით დალაგებულ  შეკითხვებს.  მოსწავლეები პასუხობენ, მსჯელობენ,  ახდენენ ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში ვსვამ დამაზუსტებელ  შეკითხვებს,  ვაძლევ უკუკავშირს.
კითხვა პასუხი
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები;

3 წუთი
3
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს აღწეროს იონური მიმოცვლის რეაქციები, გაეცნოს იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენას.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს  ვყოფ  წყვილებად. წყვილებს ვურიგებ სამუშაო მასალას. მასში მოცემულია თეორიული ინფორმაცია იონური მიმოცვლის რეაქციების შესახებ. იმფორმაციას თან ერთვის სხვადასხვა  სააზროვნო დონის შეკითხვები.
მოსწავლეებს ვაძლევ შემდეგ ინსტრუქციას: წყვილი კითხულობს ინფორმაციას და პასუხს სცემს თანდართულ კითხვებს. დავალების შესრულების პროცესში, მუდმივად ვაკვირდები წყვილების  მუშაობას და დაკვირვებისათვის წინასწარ მომზადებულ ფურცლებზე ვაკეთებ ჩანაწერებს, რომელსაც გამოვიყენებ შემდეგი აქტივობის განხორციელების პროცესში. საჭიროების შემთხვევაში წყვილებს ვაძლევ რეკომენდაციებს.
„დაფიქრდი-დაწყვილდი- გააზიარე“
ჯგუფური
სამუშაო მასალა;

დაკვირვების ფურცელი
5
წუთი
4
წინა აქტივობის  კითხვებზე პასუხების პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს, სიღრმისეულად გაიაზროს იონური მიმოცვლის რეაქციები.
აქტივობის აღწერა
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით წყვილები წარადგენენ კითხვებს შესაბამისი პასუხებით. კლასის დანარჩენი მოსწავლეები ავსებენ და აზუსტებენ პასუხებს. აქტივობის პროცესში მოსწავლეები განმარტავენ ცნებებს, აღწერენ მოვლენებს. აკეთებენ დასკვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე ვსვამ დამაზუსტებელ  შეკითხვებს,  ვაძლევ უკუკავშირს.
კითხვებზე პასუხების პრეზენტაცია
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები;

4 წუთი
5
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე  შეძლებს იმსჯელოს იონური რეაქციების მიმდინარეობის პირობებზე და დაწეროს რეაქციის მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობები.
აქტივობის აღწერა:
მომზადებული მაქვს  სამუშაო მასალა, რომელშიც ინფორმაცია დაყოფილია 4 ნაწილად: 1. იონური მიმოცვლის რეაქციები, რომლის შედეგად წარმოიქმნება აირი 2. იონური მიმოცვლის რეაქციები, რომლის შედეგად წარმოიქმნება ნალექი 3. იონური მიმოცვლის რეაქციები, რომლის შედეგად წარმოიქმნება მცირედ დისოცირებული ნივთიერება 4. იონური მიმოცვლის რეაქციები, რომლებიც არ მიმდინარეობს ბოლომდე.
მოსწავლეებს ვყოფ  ჯგუფებად,  ყოველი ჯგუფი შედგება 4 მოსწავლისაგან. ჯგუფებს  ვურიგებ სამუშაო მასალას და ვაძლევ ინსტრუქციას: ჯგუფის თითოეულმა წევრმა სამუშაო მასალიდან უნდა წაიკითხის მხოლოდ ერთი ნაწილი, გაიაზროს და  ჯგუფის დანარჩენი წევრებს გააცნოს მის მიერ დამუშავებული ინფორმაცია. ამ ფორმით მოხდება ჯგუფში მასალის გამთლიანება. ჯგუფებს ვუსაზღვრავ დროს. ჯგუფური მუშაობის პროცესში  ვაკვირდები მოსწავლეებს და დაკვირვებისათვის წინასწარ მომზადებულ ფურცლებზე ვაკეთებ ჩანაწერებს, რომელსაც გამოვიყენებ შემდეგი აქტივობების განხორციელების პროცესში. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ შესაბამის რეკომენდაციებს.
მინი ჯიგსოუ
ჯგუფური
Power point-ში გაკეთებული სლაიდები;


15 წუთი
6
წინა აქტივობის შეჯამება
აქტივობის მიზანი:
გავიგო რა დონეზე აითვისა საკითხი თითოეულმა  მოსწავლემ.
აქტივობის აღწერა:
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითოეული ჯგუფი წარუდგენს კლასს დამუშავებულ მასალას, კერძოდ: ოთხი მოსწავლე(სხვადასხვა ჯგუფიდან) წარმოადგენს ოთხივე ტიპის რეაქციის განტოლებას. კლასის დანარჩენი მოსწავლეები ავსებენ და აზუსტებენ პასუხებს. აკეთებენ დასკვნებს. საჭიროებიდან გამომდინარე ვსვამ დამაზუსტებელ  შეკითხვებს,  ვაძლევ უკუკავშირს. შეჯამების შემდეგ სლაიდებზე გამომაქვს სწორი პასუხები.
შესრულებული დავალების პრეზენტაცია
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები სწორი პასუხებით;

8 წთ
7
ქვიზის შესრულება
აქტივობის მიზანი:
გავიგო რა დონეზე აითვისა საკითხი თითოეულმა  მოსწავლემ.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ ქვიზს, ისინი მუშაობენ ქვიზზე.  დასრულების შემდეგ მაბარებენ ნამუშევარს. შედეგების ანალიზის საფუძველზე განვსაზღვრავ  მომდევნო გაკვეთილის მიზანს და დავგეგმავ შესაბამის  აქტივობებს.
ქვიზის შესრულება
ინდივიდუალური
ქვიზი შესაბამისი შეკითხვებით
5 წუთი
8



მოსწავლეების შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმავითარებელი და განმსაზღვრელი  შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების შემდეგ მეთოდებს:
1. უკუკავშირი - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
2. ქვიზი - დიაგნოსტიკის მიზნით;
3. მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;

მოსწავლეებს გავაცნობ განმსაზღვრელი შეფასების შედეგებს (შეფასების სქემა ერთვის გაკვეთილის გეგმას)

საშინაო დავალების მიცემა შესაბამისი მეტაკოგნიტური ინსტრუქციით.

ინფორმაციის გაცნობა;

მინი ლექცია.
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო; Power point-ში გაკეთებული სლაიდები
3 წუთი



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს შეუძლია:
·         აღწეროს იონური მიმოცვლის რეაქციები;
·         იმსჯელოს   იონური რეაქციების მიმდინარეობის პირობებზე;
·         იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენა. 

შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმაითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
ანალიტიკური რუბრიკა განმავითარებელი და  განმსაზღვრელი შეფასებისათვის
კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
1 - 4
საშუალო
5 – 7
კარგი
8 - 9
ძალიან კარგი
10
იონური მიმოცვლის რეაქციების აღწერა.
ვერ აღწერს. ან ფუნდამენტური შეცდომებით აღწერს იონური მიმოცვლის რეაქციებს
იონური მიმოცვლის რეაქციების აღწერისას უშვებს  შეცდომებს
იონური მიმოცვლის რეაქციების აღწერისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
იონური მიმოცვლის რეაქციებს
იონური რეაქციების მიმდინარეობის პირობებზე მსჯელობა
ვერ მსჯელობს   იონური რეაქციების მიმდინარეობის პირობებზე
შეცდომებით მსჯელობს  იონური რეაქციების მიმდინარეობის პირობებზე
უმნიშვნელო შეცდომებით მსჯელობს  იონური რეაქციების მიმდინარეობის პირობებზე
უშეცდომოდ მსჯელობს  იონური რეაქციების მიმდინარეობის პირობებზე
იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენა
ვერ ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების ტოლობებს ან შეუძლია მხოლოდ  მოლეკულური ტოლობების შედგენა
სწორად ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების  სრული და შეკვეცილი იონური ტოლობებიდან მხოლოდ ერთს 
უმნიშვნელო შეცდომებით ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობებს
უშეცდომოდ ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობებს



გაკვეთილის გეგმა N3
                                                    
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  ლელა ბუბაშვილი 
საგანი:  ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: 103 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  27 მოსწავლე.   სსსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის თემა:  მჟავები, ტუტეები და მარილები ელექტროლიტური დისოციაციის თვალსაზრისით.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს  დაახასიათოს მჟავები, ტუტეები და მარილები ელექტოლიტური დისოციაციის თვალსაზრისით;  მოსწავლე შეძლებს  შეადგინოს მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტოლიტური დისოციაციის რეაქციის ტოლობები; 
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

აქტივობის აღწერა 
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მოსწავლეებისათვის გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
ინფორმაციის გაცნობა
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები;
2 წუთი
2



წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს გაიხსენოს მჟავების, ტუტეებისა და მარილების შედგენილობა, კოვალენტური ბმის დონორულ-აქცეპტორული მექანიზმი
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს, წინარე ცოდნის გააქტიურებისა და საკითხზე ფოკუსირების მიზნით, ვუსვამ შეკითხვებს. მათი პასუხებიდან გამომდინარე   ვაძლევ უკუკავშირს, საჭიროების შემთხვევაში ვსვამ დამაზუსტებელ შეკითხვებს, ვეუბნები  განმარტებებს.

კითხვების დასმა
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები; შესაბამისი კითხვები
5 წუთი
3



ახალი მასალის ახსნა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს გაეცნოს  მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტოლიტური დისოციაციის პროცესს და დისოციაციის ტოლობის შედგენის მექანიზმს.
აქტივობის აღწერა:
წინასწარ შექმნილი მაქვს  სამუშაო მასალა,  რომელშიც ინფორმაცია დაყოფილია  4 საკითხად: 1. მჟავები 2. მარილები 3. ტუტეები 4. ჰიდროქსონიუმ-იონის წარმოქმნის მექანიზმი. კლასს ვყოფ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფი შედგება 4 მოსწავლისგან. ჯგუფებს ვაძლევ შემდეგ ინსტრუქციას: გთხოვთ, ჯგუფის თითოეულმა წევრმა, წაიკითხოთ და გაიაზროთ სამუშაო მასალიდან  მხოლოდ ერთი საკითხი. მიღებული ინფორმაცია მოცემული თანმიმდევრობით გააცნოთ ჯგუფის  დანარჩენ წევრებს. ამ ფორმით მოსწავლეები მოახდენენ  მასალის გამთლიანებას. ჯგუფური მუშაობის პროცესში ვაკვირდები მოსწავლეებს და დაკვირვებისათვის წინასწარ მომზადებულ ფურცელზე ვაკეთებ ჩანაწერებს. ჩანაწერებს გამოვიყენებ შემდეგი აქტივობების განხორციელების ან/და შემდეგი გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში. საჭიროების შემთხვევაში ჯგუფებს ვაძლევ რეკომენდაციებს.


მინი ჯიქსოუ

ჯგუფური

სამუშაო მასალა


15 წუთი
4



ახალი მასალის გაგება-გააზრების შემოწმება
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს   საკითხის სიღრმისეულად გაგება-გააზრებას.  
აქტივობის აღწერა:
ახალი მასალის გაგება-გააზრების შემოწმებას ვახდენ კითხვების დასმის მეთოდით. ვსვამ სააზროვნო დონეების მიხედვით დალაგებულ  შეკითხვებს,  პარალელურად ვაჩვენებ სლაიდებს. მოსწავლეები პასუხობენ,  განმარტავენ ცნებებს, აღწერენ მოვლენებს. აკეთებენ დასკვნებს. მოსწავლეების პასუხებიდან გამომდინარე ვსვამ დამაზუსტებელ  შეკითხვებს,  ვაძლევ უკუკავშირს.

კითხვა- პასუხი
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები; შესაბამისი კითხვები.

10 წუთი
5
აქტივობის მიზანი:
ცოდნის ტრანსფერის უნარში გავარჯიშება
აქტივობის აღწერა: 
მოსწავლეებმა, უნდა გამოიყენონ მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტროლიტური დისოციაციის შესახებ ცოდნა და შეასრულონ სავარჯიშო: სხვადასხვა ელექტროლიტების დისოციაციის ტოლობის შედგენა. სავარჯიშოს ასრულებენ „დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე“ მეთოდის გამოყენებით. დავალებას ჯერ ასრულებენ წყვილებში, სამუშაოს დასრულების შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წყვილებიდან ერთ-ერთი მოსწავლე უზიარებს მთელ კლასს შესრულებულ დავალებას. კლასის დანარჩენი მოსწავლეები აკეთებენ უკუკავშირს, ავსებენ და აზუსტებენ პასუხებს. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ რეკომენდაციებს. 
„დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე“
წყვილები
თბახის ფურცლებზე განთავსებული სავარჯიშოები
5 წუთი
6
გასასვლელ  ბილეთებზე მუშაობა
აქტივობის მიზანი:
გავიგო რა დონეზე აითვისა საკითხი თითოეულმა  მოსწავლემ.
აქტივობის აღწერა :
მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს. ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ და სამუშაოს  დასრულების შემდეგ ნამუშევრებს მაბარებენ.
შედეგების ანალიზის გათვალისწინებით განვსაზღვრავ  მომდევნო გაკვეთილის მიზანს და დავგეგმავ შესაბამის აქტივობებს.
გასასვლელი ბილეთები
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი გასასვლელი ბილეთი
6 წუთი
7
მოსწავლეების შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმავითარებელი და განმსაზღვრელი  შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების შემდეგ მეთოდებს:
1. უკუკავშირი - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
2. გასასვლელი ბილეთები;
3. მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
4. დაკვირვების ფურცელი;

მოსწავლეებს გავაცნობ განმსაზღვრელი შეფასების შედეგებს (შეფასების სქემა ერთვის გაკვეთილის გეგმას)

საშინაო დავალების მიცემა შესაბამისი მეტაკოგნიტური ინსტრუქციით.

ინფორმაციის გაცნობა;

მინი ლექცია.
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო
2 წუთი

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს შეუძლია:
·         დაახასიათოს მჟავები, ტუტეები და მარილები ელექტოლიტური დისოციაციის თვალსაზრისით; 
·         შეადგინოს მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტოლიტური დისოციაციის რეაქციის ტოლობები; 

შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას მოვახდენ განმაითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.



შეფასების ანალიტიკური რუბრიკა განმავითარებელი და  განმსაზღვრელი შეფასებისათვის
კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
1 - 4
საშუალო
5 - 7
კარგი
8 - 9
ძალიან კარგი
10
მჟავების, ტუტეებისა და მარილების დახასიათება ელექტოლიტური დისოციაციის თვალსაზრისით
ვერ ახასიათებს მჟავებს, ტუტეებსა და მარილებს ელექტოლიტური დისოციაციის თვალსაზრისით
მჟავების, ტუტეებისა და მარილების, ელექტოლიტური დისოციაციის თვალსაზრისით, დახასიათებისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს
მჟავების, ტუტეებისა და მარილების, ელექტოლიტური დისოციაციის თვალსაზრისით, დახასიათებისას  უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
უშეცდომოდ ახასიათებს მჟავებს, ტუტეებსა და მარილებს ელექტოლიტური დისოციაციის თვალსაზრისით
მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტოლიტური დისოციაციის რეაქციის ტოლობების შედგენა
ვერ ადგენს მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტოლიტური დისოციაციის რეაქციის ტოლობებს
მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტოლიტური დისოციაციის რეაქციის ტოლობების შედგენისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს 
მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტოლიტური დისოციაციის რეაქციის ტოლობების შედგენისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს 
უშეცდომოდ ადგენს   მჟავების, ტუტეებისა და მარილების ელექტოლიტური დისოციაციის რეაქციის ტოლობებს




გაკვეთილის გეგმა N2

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  ლელა ბუბაშვილი
საგანი:  ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: 103 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  27 მოსწავლე.   სსსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის თემა:  დისოციაციის ხარისხი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს იმსჯელოს დისოციაციის ხარისხის შესახებ, განასხვაოს ძლიერი და სუსტი ელექტროლიტები დისოციაციის ხარისხის მიხედვით,  მიღებული ცოდნა გამოიყენოს ამოცანების ამოხსნის დროს.
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მოსწავლეებისათვის გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

ინფორმაციის გაცნობა
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები
2
წუთი
2



წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი:  
მოსწავლე შეძლებს გაიხსენოს  ელექტროლიტური დისოციაციის პროცესი.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს წინარე ცოდნის გააქტიურებისა და საკითხზე ფოკუსირების  მიზნით, მონიტორით ვაჩვენებ შეკითხვებს. მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პასუხობენ, მათი პასუხებიდან გამომდინარე ვსვამ დამაზუსტებელ შეკითხვებს ან/და ვაძლევ განმარტებებს,  ვაკეთებ უკუკავშირს.


კითხვა პასუხი

საერთო საკლასო

Power point-ში გაკეთებული სლაიდები

5 წუთი
3
ახალი მასალის ახსნა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე  შეძლებს გაეცნოს  დისოციაციის ხარისხის გამოსათვლელ ფორმულას. გაეცნოს დისოციაციის ხარისხის დამოკიდებულებას სხვადასხვა ფაქტორებზე. გაეცნოს  ელექტროლიტების დაჯგუფების პრინციპს ძლიერ, საშუალო და სუსტ ელექტროლიტებად, დისოციაციის ხარისხის მიხედვით.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს  ვყოფ  ჯგუფებად. ჯგუფებს ვურიგებ სამუშაო მასალას. მასალაში მოცემულია  თეორიული ინფორმაცია დისოციაციის ხარისხის, მასზე სხვადასხვა ფაქტორის გავლენის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია ძლიერი, საშუალო და სუსტი ელექტროლიტების შესახებ. ინფორმაციას თან ერთვის  სხვადასხვა  სააზროვნო დონის შეკითხვები. მოსწავლეებს ვაძლევ შემდეგ ინსტრუქციას: გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ მოცემული მასალა და უპასუხოთ  თანდართულ  შეკითხვებს. ჯგუფური მუშაობის პროცესში  ვაკვირდები მოსწავლეებს და დაკვირვებისათვის წინასწარ მომზადებულ ფურცლებზე ვაკეთებ ჩანაწერებს, რომელსაც გამოვიყენებ შემდეგი აქტივობების განხორციელების ან/და შემდეგი გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში. საჭიროების შემთხვევაში ჯგუფებს ვაძლევ რეკომენდაციებს.

ტექსტის ანალიზის საფუძველზე კითხვებზე პასუხების გაცემა
ჯგუფური
სამუშაო მასალა
10 წუთი
4
წინა აქტივობაში შესრულებილი დავალების წარდგენა
აქტივობის მიზანი:
კითხვებზე პასუხების წარდგენით, მოსწავლე შეძლებს სიღრმისეულად გაიაზროს  დისოციაციის ხარისხის არსი.
აქტივობის აღწერა:
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჯგუფები მორიგეობით  წარადგენენ  კითხვებს შესაბამისი პასუხებით. კლასის დანარჩენი მოსწავლეები აკეთებენ უკუკავშირს, ავსებენ და აზუსტებენ პასუხებს. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ რეკომენდაციებს.

კითხვებზე პასუხების პრეზენტაცია


საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები
8 წუთი
5
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე  შეძლებს  აწარმოოს მათემატიკური გამოთვლები და გამოიყენოს დისოციაციის ხარისხის გამოსათვლელი ფორმულა სხვადასხვა ტიპის ამოცანის ამოხსნისას.
აქტივობის აღწერა:
ჯგუფებს ვურიგებ სამუშაო მასალას, რომელშიც მოცემულია ამოცანები დისოციაციის ხარისხის გამოსათვლელი ფორმულის გამოყენებით. მოსწავლეებს ვაძლევ შემდეგ ინსტრუქციას: გთხოვთ, ამოხსნათ ამოცანები და წარადგინოთ კლასის წინაშე.  
სამუშაოს დასრულების შემდეგ, Power point-ის სალიდზე გამომაქვს ამოცანები. ჯგუფები მორიგეობით წარადგენენ შესრულებულ დავალებას, დანარჩენები გამოთქვამენ განსხვავებულ მოსაზრებებს და აკეთებენ უკუკავშირს.


ამოცანების ამოხსნა;
ამოხსნილი ამოცანების პრეზენტაცია

ჯგუფური

სამუშაო მასალა;
Power point-ში გაკეთებული სლაიდები.

12 წუთი
6


ქვიზის შესრულება
აქტივობის მიზანი:
გავიგო რა დონეზე აითვისა საკითხი თითოეულმა  მოსწავლემ.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ ქვიზს, რომელშიც პრაქტიკული ამოცანების გარდა მოცემულია სხვადასხვა სააზროვნო უნარზე გათვლილი თეორიული მასალა. მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობენ ქვიზზე.  დასრულების  შემდეგ  მაბარებენ ნამუშევრებს. შედეგების ანალიზის საფუძველზე განვსაზღვრავ  მომდევნო გაკვეთილის მიზანს და დავგეგმავ შესაბამის  აქტივობებს.
ქვიზის შესრულება
ინდივიდუალური
ქვიზი შესაბამისი შეკითხვებით
6 წუთი
7


მოსწავლეების შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმავითარებელი და განმსაზღვრელი  შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების შემდეგ მეთოდებს:
1. უკუკავშირი - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
2. ქვიზი - დიაგნოსტიკის მიზნით;
3. მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;

მოსწავლეებს გავაცნობ განმსაზღვრელი შეფასების შედეგებს ( შეფასების სქემა ერთვის გაკვეთილის გეგმას)

საშინაო დავალების მიცემა შესაბამისი მეტაკოგნიტური ინსტრუქციით.
ინფორმაციის გაცნობა;

მინი ლექცია.
საერთო საკლასო

სახელმძღვანელო; Power point-ში გაკეთებული სლაიდები

2 წუთი

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს  შეუძლია
·         იმსჯელოს დისოციაციის ხარისხის შესახებ;  
·         განასხვაოს ძლიერი და სუსტი ელექტროლიტები დისოციაციის ხარისხის მიხედვით;
·         მიღებული ცოდნა გამოიყენოს ამოცანების ამოხსნის დროს.

შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმაითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების მეთოდებს:  უკუკავშირი, ქვიზი - დიაგნოსტიკის მიზნით.  მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები.
შეფასების ანალიტიკური რუბრიკა  განმავითარებელი და  განმსაზღვრელი შეფასებისათვის.
კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
1 - 4
საშუალო
5 - 7
კარგი
8 – 9
ძალიან კარგი
10
დისოციაციის ხარისხის გამოსათვლელი ფორმულის ცოდნა

ვერ აღწერს დისოციაციის ხარისხის ცნებას, ან აღწერისას შეცდომები ფუნდამენტურია
დისოციაციის ხარისხის ცნების აღწერისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს
დისოციაციის ხარისხის ცნების აღწერისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
უშეცდომოდ აღწერს დისოციაციის ხარისხს

დისოციაციის ხარისხის გამოსათვლელი ფორმულის ცოდნის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას

ვერ იყენებს დისოციაციის ხარისხის გამოსათვლელი ფორმულას ამოცანების ამოხსნისას
იყენებს დისოციაციის ხარისხის გამოსათვლელი ფორმულას, მაგრამ ამოცანების ამოხსნისას უშვებ მნიშვნელოვან  შეცდომებს
იყენებს დისოციაციის ხარისხის გამოსათვლელი ფორმულას, მაგრამ ამოცანების ამოხსნისას უშვებ უმნიშვნელო  შეცდომებს
იყენებს დისოციაციის ხარისხის გამოსათვლელი ფორმულას, ამოცანებს ხსნის უშეცდომოდ
დისოციაციის ხარისხის მიხედვით ნივთიერებების დაჯგუფების უნარი ძლიერ, საშუალო და სუსტ ელექტროლიტებად  
ვერ აჯგუფებს ან ფუნდამენტური შეცდომებით აჯგუფებს ნივთიერებებს ძლიერ, საშუალო და სუსტ ელექტროლიტებად 

ნივთიერებების ძლიერ, საშუალო და სუსტ ელექტროლიტებად 
დაჯგუფებისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს.
ნივთიერებების ძლიერ, საშუალო და სუსტ ელექტროლიტებად 
დაჯგუფებისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს.
უშეცდომოდ აჯგუფებს ნივთიერებებს ძლიერ, საშუალო და სუსტ ელექტროლიტებად 




გაკვეთილის გეგმა N1

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:  ლელა ბუბაშვილი 
საგანი:  ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: 103 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  27 მოსწავლე.   სსსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის თემა: ელექტროლიტები და არაელექტროლიტები.  
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს დისოციაციის პროცესის აღწერას, მსჯელობას ელექტროლიტური დისოციაციის თეორიის ძირითადი დებულებების შესახებ, შეძლებს დაასაბუთოს დისოციაციის პროცესსა და ქიმიურ ბმას შორის კავშირი, შეძლებს განასხვაოს ერთმანეთისაგან ელექტროლიტები და არაელექტროლიტები ელექტრული დენის გამტარიანობის მიხედვით, გამოთქვას ვარაუდი ნივთიერებაში ქიმიური ბმის მიხედვით ეს ნივთიერება ელექტროლიტია თუ არაელექტროლიტი.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. მოსწავლეებისათვის გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
ინფორმაციის გაცნობა
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები
2
წუთი
2
წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის მიზანი
მოსწავლე  შეძლებს გაიხსენოს ქიმიური ბმები და ელექტრონული სიმკვრივის გადანაწილების მექანიზმი იონურ და კოვალენტურ ნაერთებში.
აქტივობის აღწერა
მოსწავლეებს, წინარე ცოდნის გააქტიურებისა  და მოტივაციის აღძვრის მიზნით, მონიტორით ვაჩვენებ შეკითხვებს. მოსწავლეები პასუხობენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საჭიროების შემთხვევაში ვსვამ დამაზუსტებელ შეკითხვებს, ვმართავთ დიალოგს, ვაკეთებთ  უკუკავშირს.



კითხვების დასმა

საერთო საკლასო

Power point-ში გაკეთებული სლაიდები

5
წუთი
3



ახალი მასალის ახსნა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს გაეცნოს ელექტროლიტებად და არაელექტროლიტებად ნივთიერებათა  დაჯგუფების პრინციპს, ელექტროლიტური დისოციაციის პროცესის არსს, გაიაზროს დისოციაციის პროცესის კავშირი ნივთიერებაში არსებულ ქიმიურ ბმებთან.
აქტივობის აღწერა:
მომზადებული მაქვს  სამუშაო მასალა, რომელშიც ინფორმაცია დაყოფილია 4 ნაწილად: 1. ელექტროლიტები და არაელექტროლიტები 2. ქიმური ბმის გავლენა ნივთიერებათა ელექტრულ ბუნებაზე 3. დისოციაციის პროცესი 4. ძირითადი ელექტროლიტები და არაელექტროლიტები.
მოსწავლეებს ვყოფ  ჯგუფებად,  ყოველი ჯგუფი შედგება  4 მოსწავლისაგან. ჯგუფებს  ვურიგებ სამუშაო მასალას და ვაძლევ ინსტრუქციას:  ჯგუფის თითოეულმა წევრმა სამუშაო მასალიდან უნდა წაიკითხის მხოლოდ ერთი ნაწილი, გაიაზროს და  ჯგუფის დანარჩენი წევრებს გააცნოს მის მიერ დამუშავებული ინფორმაცია. ამ ფორმით მოხდება ჯგუფში მასალის გამთლიანება. ჯგუფებს ვუსაზღვრავ დროს.
ჯგუფური მუშაობის პროცესში  ვაკვირდები მოსწავლეებს და დაკვირვებისათვის წინასწარ მომზადებულ ფურცლებზე ვაკეთებ ჩანაწერებს, რომელსაც გამოვიყენებ შემდეგი აქტივობების განხორციელების პროცესში. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ შესაბამის რეკომენდაციებს.


მინი ჯიქსოუ

ჯგუფური

სამუშაო მასალა


15 წუთი
4



აქტივობის მიზანი:
ახალი მასალის გაგაება-გააზრების დონის შემოწმება.
აქტივობის აღწერა :      
ახსნილი მასალის გაგება-გააზრების შემოწმების მიზნით, მოსწავლეებს ვუსვამ დაბალი და მაღალი სააზროვნო უნარების შეკითხვებს, რომელიც გამოტანილი მექნება Power point-ის სლაიდებზე. პარალელურად ვაჩვენებ ვიდეო-რგოლს, რომელზეც მოცემულია ელექტროლიტებისა და არაელექტროლიტების მიერ დენის გატარების მარტივი მოდელი. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს, გამოთვამენ ვარაუდებს, აკეთებენ დასკვნებს. სრულყოფილი პასუხების, სწორი განმარტებების, ვარაუდებისა და დასკვნების მიღების მიზნით ვსვამ დამაზუსტებელ შეკითხვებს, ვაკეთებ უკუკავშირს.


კითხვა- პასუხი. Power point-ში

საერთო საკლასო

Power point-ში  გაკეთებული სლაიდები, ვიდეო-1

10 წუთი
5



აქტივობის მიზანი - მოსწავლე ვიდეო-რგოლის დახმარებით შეძლებს იმსჯელოს დისოციაციის პროცესზე, ამომწურავად დაასაბუთოს დისოციაციის პროცესსა და ქიმიურ ბმას შორის კავშირი.
აქტივობის აღწერა - მოსწავლეებს მონიტორზე ვუჩვენებ ვიდეო-რგოლს და ვაძლევ დავალებას:  ჯგუფებში იმსჯელონ რა შესაბამისობა არსებობს დისოციაციის პროცესსა და ქიმიურ ბმას შორის. მსჯელობის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი ჯგუფი გააკეთებს პასუხის პრეზენტაციას. დანარჩენი ჯგუფები ამატებენ განსხვავებულ მოსაზრებებს  და აკეთებენ  უკუკავშირს.

შესრულებული დავალების პრეზენტაცია

ჯგუფური

Power point-ში გაკეთებული სლაიდები, ვიდეო-2

5 წუთი
6
გასასვლელი ბილეთების შევსება
აქტივობის მიზანი:
 გავიგო რა დონეზე აითვისა საკითხი თითოეულმა  მოსწავლემ.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს, რომელზეც მოცემულია შეკითხვები. ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ და სამუშაოს  დასრულების შემდეგ ნამუშევრებს მაბარებენ.


გასასვლელი ბილეთები

ინდივიდუალური

გასასვლელი ბილეთები შესაბამისი  შეკითხვებით


6 წუთი
7
მოსწავლეების შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმავითარებელი და განმსაზღვრელი  შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების შემდეგ მეთოდებს:
1. უკუკავშირი - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
2. გასასვლელი ბილეთები;
3. მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;

მოსწავლეებს გავაცნობ განმსაზღვრელი შეფასების შედეგებს (შეფასების სქემა ერთვის გაკვეთილის გეგმას)

საშინაო დავალების მიცემა შესაბამისი მეტაკოგნიტური ინსტრუქციით.

ინფორმაციის გაცნობა;

მინი ლექცია.
საერთო საკლასო
შეფასების რუბრიკა

2
წუთი







გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს  შეუძლია:
·         ელექტროლიტური დისოციაციის პროცესის აღწერა და მსჯელობა ელექტროლიტური თეორიის ძირითადი დებულებების შესახებ;
·         დაასაბუთოს ელექტროლიტურ პროცესსა და ქიმიურ ბმას შორის კავშირი;
·         განასხვაოს ელექტროლიტები და არაელექტროლიტები ელექტრული დენის გამტარიანობის მიხედვით;
·         გამოთქვას ვარაუდი  და დააჯგუფოს ნივთიერები ელექტროლიტებად და არაელექტროლიტებად მათში არსებული ქიმიური ბმების მიხედვით.

შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმავითარებელი და განმსაზღვრელი  შეფასებით.













შეფასების ანალიტიკური  რუბრიკა  განმავითარებელი და  განმსაზღვრელი შეფასებისათვის.

კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
1 - 4
საშუალო
5 - 7
კარგი
8 - 9
ძალიან კარგი
10
ელექტროლიტებისა და არაელექტროლიტების განსხვავება, ელექტრული დენის გამტარიანობის მიხედვით
ელექტრული დენის გამტარიანობის მიხედვით ვერ ანსხვავებს ელექტროლიტებსა და არაელექტროლიტებს
ელექტრული დენის გამტარიანობის მიხედვით ელექტროლიტებისა და არაელექტროლიტების განსხვავებისას უშვებს შეცდომებს
ელექტროლიტებისა და არაელექტროლიტების განსხვავებისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
უშეცდომოდ განასხვავებს ელექტროლიტებსა და არაელექტროლიტებს ელექტრული დენის გამტარიანობის მიხედვით
ელექტროლიტური დისოციაციის პროცესის აღწერა
ვერ აღწერს ელექტროლიტური დისოციაციის პროცესს ან უშვებს  ფუნდამენტურ შეცდომებს
შეცდომებით
აღწერს ელექტროლიტური დისოციაციის პროცესს
უმნიშვნელო შეცდომებით
აღწერს ელექტროლიტური დისოციაციის პროცესს
უშეცდომოდ აღწერს ელექტროლიტური დისოციაციის პროცესს
ვარაუდის გამოთქმისა  და ნივთიერების ელექტროლიტებად და არაელექტროლიტებად დაჯგუფების უნარი,  მათში არსებული ბმების მიხედვით
ვერ გამოთქვამს ვარაუდს ნივთიერება,  ქიმიური ბმის მიხედვით, ელექტროლიტია თუ არაელექტროლიტი
ვარაუდის გამოთქმისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს
ვარაუდის გამოთქმისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
უშეცდომოდ გამოთქვამს ვარაუდს ნივთიერება ელექტროლიტია თუ არაელექტროლიტი, მასში არსებული ქიმიური ბმის მიხედვით
არგუმენტირებული მსჯელობის უნარი

ვერ მსჯელობს ან/და ვერ მოჰყავს არგუმენტები

მსჯელობს,   მოყვანილი არგუმენტები უმეტესწილად არაადეკვატურია

მსჯელობს,   მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები უმნიშვნელო ხარვეზებით
მსჯელობს, სწორად მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები

ელექტროლიტურ პროცესსა და ქიმიურ ბმას შორის კავშირის დასაბუთება.

ელექტროლიტურ პროცესსა და ქიმიურ ბმას შორის კავშირს ვერ ასაბუთებს ან ასაბუთებს ფუნდამენტური შეცდომებით.
ელექტროლიტურ პროცესსა და ქიმიურ ბმას შორის კავშირს ასაბუთებს ხარვეზებით.
ელექტროლიტურ პროცესსა და ქიმიურ ბმას შორის კავშირს  ასაბუთებს  მცირე ხარვზებით

სრულყოფილად ასაბუთებს ელექტროლიტურ პროცესსა და ქიმიურ ბმას შორის კავშირს.



სამოდელო გაკვეთილი

22 აპრილს ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი მე-10 კლასში. გაკვეთილის თემა: "იონური მიმოცვლის რეაქციები". გაკვეთილი იყო გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული, კერძოდ: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე. 

მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში. მათ მოახერხეს იონური მიმოცვლის რეაქციის მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენა. იმსჯელეს, გაანალიზეს და გააკეთეს შესაბამისი დასკვნები. შემდეგ მათ შეკვეცილი იონური განტოლებიდან აღადგინეს სრული იონური და მოლეკულური ტოლობები. გააკეთეს შესაბამისი დასკვნები. გაკვეთილის ბოლოს შეაჯამეს მიღებული ცოდნა და უნარები შემაჯამებელი ქვიზისა და გასასვლელი ბილეთების საშუალებით. 
გაკვეთილი მიმდინარეობდა დინამიურად. მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა იყო საკმაოდ მაღალი. ვთვლი, რომ გაკვეთილის მიზანს მივაღწიეთ.

გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას:

სამოდელო გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი,  პირადი ნომერი: ლელა ბუბაშვილი
საგანი: ქიმია
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული (კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება)

სწავლების საფეხური/კლასი: 104 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
გაკვეთილის თემა:  ელექტროლიტური დისოციაცია - იონური მიმოცვლის რეაქციები 
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს:
·         მოცემული იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენას ყოველ ჯერზე სწორად;
·         შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრული იონური ტოლობების შედგენას ყოველ ჯერზე სწორად;
·         კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებას სხვადასხვა სახის იონური მიმოცვლის რეაქციის მაგალითის განხილვის საფუძველზე;
·         მსჯელობას იონური მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის პირობებსა და მიზეზებზე. მოიყვანს შესაბამის არგუმენტებს და შეკვეცილი იონური რეაქციების აღდგენის დროს მოახდენს ამ რეაქციების ინტერპრეტირებას.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხს. მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
ინფორმაციის გაცნობა
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდები;
2 წუთი
2
წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს გაიხსენოს იონური მიმოცვლის რეაქციების ტოლობების შედგენის პრინციპები, ელექტროლიტების დისოციაციის რეაქციები.
აქტივობის აღწერა:
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვსვამ  ლოგიკური თანმიმდევრობით დალაგებულ შეკითხვებს. მოსწავლეები პასუხობენ,  მსჯელობენ, ახდენენ ანალიზს. საჭიროების შემთხვევაში ვსვამ დამაზუსტებელ  შეკითხვებს,  ვაძლევ უკუკავშირს.
კითხვების დასმა
საერთო საკლასო
Power point-ში გაკეთებული სლაიდებზე მოცემული კითხვები
3 წუთი
3
სასწავლო გაჩერებები
აქტივობის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს სიღრმისეულად გაიაზროს იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, შეკვეცილი და სრული იონური რეაქციების ტოლობების შედგენის პრინციპები, შეძლებს ნებისმიერი მოცემულობიდან (პირობიდან) იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, შეკვეცილი და სრული იონური რეაქციების ტოლობების შედგენას, შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური ტოლობების შედგენას.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს მოსწავლეებს გააცნობს ჯიგსოუს ტექნიკას. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით(გადათვლა) დაყოფს მოსწავლეებს ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა ორი განსხვავებული დავალება:
I დავალება - იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი ტოლობების შედგენა;
II დავალება  - შეკვეცილი იონური მიმოცვლის რეაქციის ტოლობიდან მოლეკულური და სრული იონური ტოლობების აღდგენა.

ჯგუფებში მოსწავლეები:
1.       ადგენენ მიცემული იონური მიმოცვლის  რეაქციის მოლეკულურ, სრულ და შეკვეცილი იონურ ტოლობებს, აანალიზებენ, აკეთებენ დასკვნას -  რატომ მიმდინარეობს ეს რეაქცია ბოლომდე და შესაბამისი არგუმენტებით ამყარებენ გამოტანილ დასკვნას;
2.       მოცემული შეკვეცილი იონური მიმოცვლის  რეაქციიდან აღადგენენ მოლეკულური და სრული იონური რეაქციის ტოლობებს, აანალიზებენ და აკეთებენ დასკვნებს, ამყარებენ შესაბამისი არგუმენტებით.
მასალის დამუშავების შემდეგ ჯგუფები ამზადებენ პრეზენტაციას ფლიპჩარტზე.
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი: ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური
ბარათებიდავალებებით
10  წუთი
4
შესრულებული დავალების პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს შესრულებული დავალების პრეზენტაცია
აქტივობის აღწერა:
 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითოეული ჯგუფი წარმოადგენს შესრულებულ დავალებას. მოსწავლეებს ვუსაზღვრავ დროს. დანარჩენი ჯგუფები აძლევენ უკუკავშირს შემდეგი პინციპით: I ჯგუფი აძლევს უკუკავშირს II ჯგუფს, II ჯგუფი - III ჯგუფს, III ჯგუფი - IV ჯგუფს, IV ჯგუფი - I ჯგუფს. აკეთებენ დასკვნებს. საჭიროების შემთხვევაში ვაძლევ დამაზუსტებელ შეკითხვებს, ვაძლევ უკუკავშირს.
პრეზენტაცია
ჯგუფური
ჯგუფის მიერ მომზადებული პრეზენტაცია/ფლიპჩარტი

16 წუთი
5

ქვიზის შესრულება
აქტივობის მიზანი:
გავიგო რა დონეზე აითვისა საკითხი თითოეულმა  მოსწავლემ.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ ქვიზს, ისინი მუშაობენ ქვიზზე. დასრულების შემდეგ მაბარებენ ნამუშევარს.
ქვიზის შესრულება
ინდივიდუალური
ქვიზი შესაბამისი კითხვებით.
6 წუთი
5
გასასვლელ  ბილეთებზე მუშაობა
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეაჯამონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა/უნარები.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბილეთებს. ისინი ინდივიდუალურად მუშაობენ და სამუშაოს  დასრულების შემდეგ ნამუშევრებს მაბარებენ.
შედეგების ანალიზის გათვალისწინებით განვსაზღვრავ  მომდევნო გაკვეთილის მიზანს და დავგეგმავ შესაბამის აქტივობებს.
გასასვლელი ბილეთები
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი გასასვლელი ბილეთი
6 წუთი
6
მოსწავლეების შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმავითარებელი და განმსაზღვრელი  შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების შემდეგ მეთოდებს:
1. უკუკავშირი - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
2. გასასვლელი ბილეთები;
3. მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები - მთელი გაკვეთილის განმავლობაში;
4. დაკვირვების ფურცელი;

მოსწავლეებს გავაცნობ განმსაზღვრელი შეფასების შედეგებს (შეფასების სქემა ერთვის გაკვეთილის გეგმას)

საშინაო დავალების მიცემა შესაბამისი მეტაკოგნიტური ინსტრუქციით.
ინფორმაციის გაცნობა;

მინი ლექცია.
საერთო საკლასო
სახელმძღვანელო
2 წუთი

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს შეუძლია:

  • ·   მოცემული იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენა;
  • ·   შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრული იონური ტოლობების შედგენა;

  • ·   არგუმენტირებული მსჯელობა იონური მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის შესახებ;
  • ·   სხვადასხვა სახის იონური მიმოცვლის რეაქციების დასრულების მიზეზების დადგენა;
  • ·         შეკვეცილი იონური რეაქციების აღდგენის დროს ამ რეაქციების ინტერპრეტირება.
შეფასება:
გაკვეთილის მიზნის მიღწევის დონის შემოწმებას  მოვახდენ  განმაითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით.
გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების მეთოდებს:  უკუკავშირი, მაღალი სააზროვნო უნარების შესაბამისი კითხვები.

შესაბამისობა სასწავლო ეროვნულ გეგმასთან:
ქიმ.X.9.მოსწავლეს შეუძლია ხსნარების თვისებების ახსნა    ელქტროლიტური დისოციაციის  თეორიის საფუძველზე.

შედეგი თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე:
  • ადგენს  ელექტროლიტთა  ხსნარებში მიმდინარე ქიმიური გარდაქმნების სრულ და შეკვეცილ იონურ ტოლობებს;

კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
1 - 4
საშუალო
5 – 7
კარგი
8 - 9
ძალიან კარგი
10
იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობების შედგენა
ვერ ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების ტოლობებს ან შეუძლია მხოლოდ  მოლეკულური ტოლობების შედგენა
სწორად ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების  სრული და შეკვეცილი იონური ტოლობებიდან მხოლოდ ერთს 
უმნიშვნელო შეცდომებით ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობებს
უშეცდომოდ ადგენს იონური მიმოცვლის რეაქციების მოლეკულური, სრული და შეკვეცილი იონური ტოლობებს
შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და  სრული იონური ტოლობების შედგენა
ვერ ადგენს შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრულ იონურ ტოლობებს
შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრული იონური ტოლობების შედგენისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს
შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულური და სრული იონური ტოლობების შედგენისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
უშეცდომოდ ადგენს შეკვეცილი იონური ტოლობების შესაბამისი მოლეკულურ და სრულ იონურ ტოლობებს
იონური მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის შესახებ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი
ვერ მსჯელობს მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის შესახებ ან მოყვანილი არგუმენტები არაადეკვატურია
არგუმენტირებული მსჯელობისას უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს ან მოყვანილი არგუმენტები უმეტესად არაადეკვატურია
 არგუმენტირებული მსჯელობისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს ან მოყვანილი არგუმენტები ძირითადად
ადეკვატურია
უშეცდომოდ მსჯელობს იონური მიმოცვლის რეაქციების მიმდინარეობის შესახებ და მოყვანილი არგუმენტები ადეკვატურია
იონური მიმოცვლის რეაქციების დასრულების მიზეზების დადგენა
ვერ ადგენს მიზეზებს
მიზეზების დადგენისას უშვებს ფუნდამენტურ შეცდომებს
მიზეზების დადგენისას უშვებს უმნიშვნელო შეცდომებს
მიზეზებს ადგენს  უშეცდომოდ

No comments:

Post a Comment