ეს საინტერესოა

ელემენტთა პერიოდულობის სისტემა 150 წლისაა!

ახალ წელს ყველა ელოდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი მომავალი წელი ქიმიკოსებისთვის იქნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2019 წელი ქიმიის ელემენტთა პერიოდულობის სისტემის წლად გამოაცხადა. მომავალ წელს დიმიტრი მენდელეევის მიერ პერიოდულობის სისტემის შექმნიდან 150 წელი სრულდება. ეს თარიღი ასევე აღნიშნავს ქიმიის ისტორიის სხვა ეტაპებსაც: ფოსფორის აღმოჩენიდან 350 წელს, 1789 წელს ანტუან ლავუაზიეს მიერ 33 ელემენტის კატეგორიებად დაყოფას.

იდეა ქიმიის საერთაშორისო ორგანიზაციას (IUPAC) ეკუთვნის, რომელსაც მხარი რამდენიმე ორგანიზაციამ დაუჭირა. მათი თქმით ეს წელი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქიმიის ცნობიერების ამაღლებას და აჩვენებს რომ პერიოდული სისტემა აკავშირებს გლობალური საზოგადოების კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს საერთო ენით.

წყარო: 
Emma Stoy. Сhemistryworld. 9 January 2018: ნახვა

119-ე ელემენტზე ნადირობა დაიწყო!

იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერთა ჯგუფები პერიოდულ სისტემაში ახალი პერიოდის დასაწყებად გაერთიანდნენ. 

მკვლევარების თქმით 119-ე ელემენტის ძიება 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. Riken-ის დირექტორმა Hideto En'yo-მ პოლონეთში 2017 წელს გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ 119-ე და 120-ე ელემენტებს 5 წლის განმავლობაში აღმოაჩენენ. 

2016 წელს Riken-ის გუნდი ქიმიის საერთაშორისო ორგანიზაციის (IUPAC) მიერ აღიარებულია 113-ე ელემენტის პირველ აღმომჩენად. გუნდი 119-ე ელემეტის აღმოჩენაშიც აქტიურად ჩაერთვება. 


წყარო:
Kit Chapman, chemistryworld.com, 12 September 2017: ნახვა


No comments:

Post a Comment