სტატიები


არაფორმალური განათლება

არის არაფორმალური განათლებასაყოველთაოდ მიღებულია, ომ ბავშვები სკოლაში დადიან, რათა მიიღონ განათლებათუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ფორმალური განათლება არ არის განათლების მიღების ყველაზე ეფექტური ფორმა. ანუ, არაფორმალური სწავლება ცოდნის მიღების ისევე აღიარებული ფორმაა, როგორც ფორმალური. და მართლაც უნდა ითქვას, რომ რაფორმალური სწავლება ზოგ შემთხვევაში უკეთეს ეფექტს გვაძლევს, ვიდრე ტრადიციული. გავიაზროთ რა განსხვავებაა ფორმალურ და არაფორმალურ სწავლებას შორის. ფორმალური განათლება არის განათლება, რომელსა მოსწავლე იღებს საკლასო ოთახში. არაფორმალური განათლების მიღება კი ხდება ამ ფორმალური პირობების გარეთ.
არაფორმალური განათლება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ფორმით: ინდივიდუალური როგრამა, სკოლებში საგნობრივი კლუბები და ა.შ. არაფორმალური სწავლა შეიძლება იყოს გაცილებით ეფექტური იმიტომაც, რომ  ნებისმიერი მოსწავლის სწავლების ტიპი განსხვავებულია. 


ვისთვისაა არაფორმალური განათლება სასარგებლო?

რ არსებობს კონკრეტული გზა და მზა რეცეპტი, რომლითაც მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს დავეხმარებით კონკრეტული ცოდნისა და უნარების მიღებაში არაფორმალურ განათლების პირობებში. პროფესიონალები მიიჩნევენს, რომ ყველა ადამიანი არაფორმალური მეთოდებით სწავლობს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგალითად, ჩვილები და ბავშვები სწავლობენ და ეცნობიან სამყაროს მშობლებისა და მოზარდების საქმიანობის მოდელირებით. ასევე, სწავლობენ არაფორმალურ პირობებში მოზრდილები მათთვის საინტერესო საქმიანობებს. ანუ, ადამიანი აგრძელებს არაფორმალური განათლების მიღებას მთელი ცხოვრების მანძილზე.

სად შეიძლება შეგვხვდეს არაფორმალური განათლება?

   იმისათვის, რომ განათლება ჩაითვალოს არაფორმალურად, საჭიროა იგი ჩატარდეს ფორმალური სასწავლო გარემოს გარეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი განათლების მიღებისათვის არ უნდა მივმართოთ პროფესიონალებს. მაგალითად, თუ მოსწავლე მიდის ცოდნის მისაღებად საგნობრივი კლუბის შეკრებაზე მასწავლებელთან, ეს უკვე არაფორმალური სწავლებაა. აქედან გამომდინარე, უნდა ჩავთვალოთ, რომ არაფორმალური განათლების მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე, გაკვეთილის გარდა. ასევე შეიძლება ჩაითვალოს არაფორმალურ განათლებად მუზეუმებში, ბიბლიოთეკებს, მიზნობრივ ექსკურსიებზე წასვლა.რატომ უნდა ავიჩიოთ არაფორმალური განათლება?დადგენილია, რომ მოსწავლე უკეთ სწავლობს, როდესაც იმყოფება კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. როგორც კი ფორმალური სწავლების მეთოდებისაგან თავისუფალ გარემოში მოხვდება, მოსწავლე უკეთ ითვისებს ინფორმაციას და გაცილებით ეფექტურად ხდება იმ უნარების განვითარება, რომელიც სწავლების მიზანს წარმოადგენს. უნდა ითქვას, რომ ეს ეხება არა მარტო მოზარდებს, არამედ მოზრდილების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაც არის შესაძლებელი არაფორმალური სწავლების პირობებში. ამავე მიზეზით აუცილებელიც კი არის სკოლებში საბუნებისმეტყველო კლუბების ჩამოყალიბება, რადგან კვლევითი უნარების ჩამოყალიბება და განვითარება, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საბოლოო მიზანია, საგაკვეთილო პროცესში ფაქტიურად შეუძლებელია.

სად და რა ფორმით შეიძლება განვახორციელოთ არაფორმალური სწავლება?

ოდნის მიღების ყველაზე გავრცელებული ფორმაა თანამშრომლობითი სწავლება. ნებისმიერი მოსწავლე ცდილობს სოციალური კონტაქტების გაფართოებას, მაგალითად, სოციალური ქსელები, ქსელური თამაშები, ფეხბურთის თუ კალათბურთის სექციები და სხვა.  ეს ფაქტი შესაძლებელია გამოვიყენოთ არაფორმალური სწავლების ეფექტურობის გაზრდისთვის. სკოლებში საგნობრივი კლუბების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს საერთო ინტერესების მქონე მოსწავლეთა ცოდნის გაცვლის კულტურის, დამოუკიდებელი მუშაობის, სიახლეების ძიების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. როდესაც მოსწავლე აღიქვამს, რომ მისი ქმედება, ან ქმედების პროდუქტი იწვევს ინტერესს, მისი ჩართულობა და მოტივაცია მკვეთრად იზრდება.
არაფორმალური განათლების უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი არა არის ფოკუსირებული სახელმძღვანელოებსა და ფაქტებზე, განმსაზღვრელ შეფასებებზე, შესაბამისად მოსწავლე არის თავისუფალი. ასეთ პირობებში სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობისას უყალიბდება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, უვითარდება მაღალი სააზროვნო უნარები, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება, აგრეთვე კვლევის უნარები, რომლებიც აუცილებელია მაღალი პროფესიონალისათვის. მით უმეტეს, რომ მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები არაფორმალური განათლების მიღების პროცესში, მთელი ცხოვრების განმავლობაში აგრძელებენ ასეთ ურთიერთობებს და ყალიბდებიან პროფესიონალებად.

რა შეიძლება დაისახოს მიზნად ქიმიის საგნობრივმა კლუბმა?

იმიური კლუბის მიზნები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი:
  • ქიმიის საგნის გააზრებული, გაღრმავებული სწავლება;
  • სპეციფიკური პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება-განვითარება;
  • მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარებისა და ტრანსფერის უნარების განვითარება;
  • საზოგადოებისთვის ქიმიის, როგორც მეცნიერების როლის გააზრება;
  • მოსწავლეებში მეცნიერული მსოფლმხედველობის ფორმირება;
  • ქიმოფობიისა და ეკოლოგიური პრობლემებისადმი გულგრილი დამოკიდებულების დაძლევა;
  • ქიმიის, როგორც მეცნიერების, განვითარების მნიშვნელობის გააზრება ქიმიური მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, მშენებლობის, ხელოვნების, თანამედროვე კომპიუტერული მრეწველობის და ა.შ. განვითარებაში;
  • დახმარება მომავლის პროფესიის გააზრებულ არჩევაში;
  • ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მზადება.


როგორ შეიძლება ქიმიის კლუბის მუშაობის ორგანიზება?

იმიის საგნობრივი კლუბის მუშაობის ორგანიზების დროს აუცილებელი სხვადასხვა პრინციპის გათვალისწინება:
  • აქტუალობა და ცხოვრებასთან კავშირი;
  • შესასწავლი მასალის ხელმისაწვდომობა და საგნობრივ პროგრამასთან კავშირი;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემო(როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური), მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ აზრის თავისუფლად გამოთქმა;
  • სწავლების დიფერენცირება, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებებიდან  და ინტერესებიდან გამომდინარე;
  • პრაქტიკული და ექსპერიმენტული სამუშაოების ჩატარების საშუალება;
  • კავშირი სხვა საგნებთან;
  • თითოეულ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ხალათი, ხელთათმანები, ლაბორატორიული სამუშაო ჟურნალი. ასეთ პირობებში მოსწავლეთა დისციპლინა და პასუხისმგებლობა იქნება მაღალი;
  •  თითოეული მოსწავლის წინარე ცოდნა, რომ მასზე დაყრდნობით შევიმუშაოთ სამუშაო გეგმა;
  • კლუბის მუშაობა და მიღებული შედეგები აუცილებლად უნდა გაშუქდეს და გაზიარდეს სკოლაში, სოციალურ ქსელებში და ა.შ. ანუ, აუცილებელია პიარი.

გაითვალისწინეთ! ქიმიის კლუბის მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს სისტემატურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი მოსწავლეებში საგნისადმი ინტერესის გაღვივება.

რა შედეგები შეიძლება მივიღოთ ქიმიის კლუბის მუშაობით?
  • აგნობრივი ცოდნის გაღრმავება. კლუბების მუშაობა ხელს უწყობს არა მარტო უნარების გამოვლენასა და განვითარებას, არამედ საგნის მაქსიმალურად ღრმად შესწავლას. ცოდნის მიღება შეუძლებელია მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების გარეშე, შესაბამისად  ჩვენ ვიღებთ მოსწავლეს, რომელიც აღჭურვილია საგნობრივი ცოდნითა და მაღალი სააზროვნო უნარებით. ეს ხელს შეუწყობს აგრეთვე, სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის გაზრდას.
  • სხვადასხვა უნარების გამოვლენა და განვითარება. კლუბები გვაძლევს საშუალებას გამოვავლინოთ მოსწავლეთა პოტენცია, ფარული მიდრეკილებები. ბავშვები სამყაროს შემეცნების პროცესში არიან ჩართული დაბადებისთანავე, შემეცნება მიმდინარეობს ინდივიდუალურად. ხშირად შეცდომების ხარჯზეც კი. ჩვენი ვალია დავეხმაროთ მათ. კლუბში განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობებით შესაძლებელია მოსწავლემ შეიცნოს საკუთარი თავი, აღმოაჩინოს და განივითაროს სხვადასხვა უნარი. მოსწავლემ იცის, რომ სკოლაში საგანი უნდა ისწავლოს, მას სხვა არჩევანი არ აქვს. ეს იძულება ახშობს მოტივაციას, განვითარებას. კლუბური მუშაობა არის თამაში, გარემოს სასიამოვნო ცვლილება. მოსწავლეს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი თემატიკა, ქმედებს, დაგეგმოს მომავალი მუშაობა, რაც ხელს უწყობს უნარების გამომჟღავნებასა და განვითარებას, აგრეთვე თვალსაწიერის გაფართოებას.
  • მოზარდების სოციალიზაცია. რა არის იმაზე სახალისო და საინტერესო, რაც თანატოლებთან ერთად საქმიანობა? კლუბში მუშაობა კი არა მხოლოდ საყვარელი საქმიანობაა, არამედ ეს არის ურთიერთობა თანამოაზრე ბავშვებთან.  ვიდეო-რგოლების, საინტერესო თემების განხილვა, ექსპერიმენტების ჩატარება, კვლევის განხორციელება დაეხმარება მოსწავლეებს ახალი ნაცნობების, მეგობრების შეძენაში, ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას. ხშირად არაფორმალური განათლების ფარგლებში, საერთო ინტერესიებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბებული მეგობრობა გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში და სრულიად შესაძლებელია ახალი აღმოჩენების დასაწყისი გახდეს. ამავე დროს მოსწავლეს, რომელიც დაკავებულია მისთვის საინტერესო საქმიანობით, ნაკლები დრო რჩება სიზარმაცისთვის და ნაკლებია ცუდ და დამღუპავ გარემოცვაში მოხვედრის შანსი.
  • თვითდისციპლინა. კლუბში არ არის მოსწავლეების მკაცრი კონტროლი, ისინი ორიენტირებენ საკუთარი უნარებისა და ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ, მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული, რომ მიაღწიოს წარმატებას, მიიღოს სასურველი შედეგი. აქედან გამომდინარე, მას უვითარდება თვითკონტროლის, თვითგანვითარებისა და თვითდისციპლინის უნარი, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება. ამავე დროს სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობისას მათ უმუშავდებათ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • პროფორიენტაცია. მოსწავლის ნებისმიერი ჰობი, თუ ინტერესი შეიძლება გადაიზარდოს მომავალ პროფესიად. ამიტომაც არის აუცილებელი, კლუბში მუშაობისას, ხელი შევუწყოთ მათი უნარების განვითარებას. ცოდნითა და განვითარებული უნარებით აღჭურვილი მოსწავლე მომავალში შეძლებს ჩამოყალიბდეს მაღალპროფესიონალად.
  • სასარგებლოს შეთავსება სასიამოვნოსთან. მოსწავლემ იცის, რომ სკოლაში საგანი უნდა ისწავლოს, მას სხვა არჩევანი არ აქვს. ეს იძულება ახშობს მოტივაციას, განვითარებას. კლუბური მუშაობა არის თამაში, გარემოს სასიამოვნო ცვლილება. მოსწავლეს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი თემატიკა, ქმედებს, დაგეგმოს მომავალი მუშაობა, რაც ხელს უწყობს უნარების გამომჟღავნებას და განვითარებას.
  • მოსწავლეებს თვითშეფასების უნარის ამაღლება. კლუბებში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელება მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოხატოს საკუთარი ინტერესი, იმსჯელოს, იკამათოს არჩეულ თემატიკაზე. სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობისას მათ უწევთ საუთარი აზრის გამოთქმა, მის დასაცავად არგუმენტების მოძიება, ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა, ჰიპოთეზების გამოთქმა და გადამოწმება. როდესაც ბავშვი დაკავებულია მისთვის საინტერესო საქმიანობით, ყველაზე გაუბედავიც კი, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. თუნდაც უმნიშვნელო წარმატებაც კი მას უმაღლებს თვითშეფასებას. ის ხდება თავდაჯერებული, არა მარტო კლუბის ფარგლებში, არამედ ცხოვრებაშიც. რა თქმა უნდა აქ აუცილებელია მოზრდილების მხარდაჭერაც, მასწავლებელმაც და მშობელმაც აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურედღება მის მიღწევებს, შეაქოს, მხარი დაუჭიროს, გამოთქვას იმედი, რომ მომავალში მისი წარმატებები კიდევ უფრო გაიზრდება.
საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, არაფორმალური განათლება ფართოდ აღიარებულ იქნა, როგორც ფორმალური საკლასო განთლების ეფექტური ალტერნატივა. სკოლებში საგნობრივი კლუბების ჩამოყალიბება და ფუნქციონირება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

გამოყენებული ლიტერატურა:
1.თამუნა ისაკაძეარაფორმალური განათლების მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის ნახვა
2. სალომე გორგოძეარაფორმალური განათლების ფორმალური შესაძლებლობებინახვა
3.ნინო კაპანაძეგანათლება გაკვეთილების მიღმაანუ არაფორმალური განათლება სკოლაში - ნახვა
4.ანა კვიჟინაძეარაფორმალური განათლება თვითგანვითარებისთვისნახვა


No comments:

Post a Comment