მასწავლებლებო, შეამოწმეთ თქვენი ცოდნა N3


ამ გვერდის შექმნის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს ქიმიის შესწავლაში. 
ქვემოთ მოცემულ ბმულზე თქვენ გაეცნობით საინფორმაციო მასალას. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება შეასრულოთ ჩემ მიერ შესრულებული ტესტები(გამოკითხვა). პასუხებზე უკუკავშირის მიღება ხდება მაშინვე, რადგან იქვე ჩანს სწორია, თუ არასწორი თქვენი პასუხი. ტესტირების გავლა შეიძლება რამდენჯერმე, სანამ არ მიხვალთ სწორ პასუხამდე. შესაბამისად, მოცემული ტესტები ერთგვარი განმავითარებელი შეფასებაა, რომელიც მოგცემთ საშუალებას დამოუკიდებლად განსაზღვროთ თქვენი ცოდნა და გაანალიზოთ მიღებული პასუხები.

გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ როგორ მოგეწონათ ჩემი ბლოგი. რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის. ასევე, შეგიძლიათ, კომენტარების საშუალებით, მომაწოდოთ თქვენი სურვილები, თუ რომელი თემის, საკითხის, თუ მეთოდის შესახებ გნებავთ ინფორმაციის მიღება.
გისურვებთ წარმატებებს!

გთავაზობთ საკითხავ მასალას განათლების მიზნების(ბლუმის) ტაქსონომიის შესახებ, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ: საკითხავი მასალის სანახავად დააჭირეთ აქ

განათლების მიზნების (ბლუმის) ტაქსონომია N3


    ინსტრუქცია
  1. მოტორული სფეროს ტაქსონომიის რომელ დონეს შეესაბამება სიტუაცია: მოსწავლემ უკვე იცის წერა, მას საკუთარი ხელწერაც გააჩნია.
    ჩვევების კომბინირება
    სიზუსტე
    ნატურალიზაცია
    მანიპულაცია
  2. მოტორული სფეროს ტაქსონომიის რომელ დონეს შეესაბამება სიტუაცია: მოსწავლე მითითების გარეშე წერს ასოს - შ.
    ჩვევების კომბინირება
    სიზუსტე
    ნატურალიზაცია
    მანიპულაცია
  3. მოტორული სფეროს ტაქსონომიის რომელ დონეს შეესაბამება სიტუაცია: მოსწავლე მასწავლებლის მითითებით წერს ასოს - შ.
    მანიპულაცია
    ნატურალიზაცია
    იმიტაცია
    სიზუსტე
  4. მოტორული სფეროს ტაქსონომიის რომელ დონეას შეესაბამება სიტუაცია: მოსწავლე მასწავლებლის დავალებით წერს სიტყვას, რომელიც ასო შ-ს შეიცავს.
    მანიპულაცია
    სიზუსტე
    ნატურალიზაცია
    ჩვევების კომბინირება
  5. მოტორული სფეროს ტაქსონომიის რომელ დონეას შეესაბამება სიტუაცია: მოსწავლე ხედავს თუ როგორ წერს მასწავლებელი ასო შ-ს დაფაზე. მოსწავლე ჯერ გაუბედავად ცდილობს თავის რვეულში მის ჩაწერას.
    ჩვევების კომბინირება
    იმიტაცია
    სიზუსტე
    მანიპულაცია

    
გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ როგორ მოგეწონათ ჩემი ბლოგი. რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის. ასევე, შეგიძლიათ, კომენტარების საშუალებით, მომაწოდოთ თქვენი სურვილები, თუ რომელი თემის, საკითხის, თუ მეთოდის შესახებ გნებავთ ინფორმაციის მიღება.
გისურვებთ წარმატებებს!

No comments:

Post a Comment