ელექტრონული ტესტები


როგორ შევქმნათ და გავუშვათ ელექტრონული ტესტები - Microsoft Mouse Mischieft - ის დახმარებით

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, როგორ შევქმნათ სახალისო და შემეცნებითი ტესტები PowerPoint-ში ჩანერგილი ფუნქციის Microsoft Mouse Mischieft-ის დახმარებით.


Microsoft Mouse Mischieft - ეს არის მოსწავლეების ყურადღების მობილიზაციის და სასწავლო პროცესში ჩართვის სახალისო ხერხი. ეს არის Power Point-ში ჩასანერგი ფუნქცია, რომელიც თითოეულ მოსწავლეს, ან მოსწავლეთა ჯგუფს აძლევს საშუალებას გამოიყენოს ინდივიდუალური მაუსი, რომ აირჩიოს სწორი პასუხი ინტერაქტიურ ტესტში ან დახატოს კომპიუტერის ეკრანზე თავისი ნახატი. მასწავლებლის კომპიუტერზე მიერთებული მაუსების რაოდენობა შეიძლება იყოს 25-მდე. Microsoft Mouse Mischieft არის წრაფი გამოკითხვის ინტსრუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური მუშაობის დროს. უფასო პროგამის ჩატვირთვა შესაძლებელია ამ მისამართზე:


Microsoft Mouse Mischieft-ის გამოყენებით შესაძლებელია მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდა. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ერთვებიან სწავლის პროცეში. აკვირდებიან საკუთარ პასუხებს პროექტორის ეკრანზე მრავალფეროვანი კურსორის საშუალებით. აღარ არის საჭირო მოსწავლეების ხელის აწევის ცდა, რადგან მოსწავლეთა პასუხები მყისიერად ისახება ეკრანზე. Microsoft Mouse Mischieft-ის გამოყენებით მომზადებული პრეზენტაცია შესაძლებელია გამოიყენოს მასწავლებელმა გაკვეთილის სამივე ეტაპზე, კერძოდ: წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, ახსნილი მასალის გაგება-გააზრებისა და რეფლექსიის ეტაპებზეც.

როგორც აღვნიშნე Microsoft Mouse Mischieft არის Power Point-ში ჩასანერგი ფუნქცია, შესაბამისად მისი გამოყენება ძალიან ადვილია და არ ითხოვს ძვირადღირებულ აპარატურას. მისი გამოყენებისათვის საკმარისია ერთი კომპიუტერი, რომელზეც USB პორტით მიერთებული აქვს სასურველი რაოდენობის უკაბელო მაუსი.


Microsoft Mouse Mischieft-ის გამოყენებით მომზადებული Power Point-ის პრეზენტაცია ხელს უწყობს დასახული სასწავლო მიზნის მიღწევას, რადგან მოსწავლეები დიდი სიამოვნებითა და ხალისით ერთვებიან ტესტირების პროცესშიც და შედეგების შეფასებაშიც, თუ მასწავლებელი ტესტირების პროცესსი გაანალიზებინებს დაშვებულ შეცდომებს. Microsoft Mouse Mischieft-ის ფუნქციის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თითოეულ სლაიდზე გამოსული ტესტის შესრულებისთანავე ეკრანზე გამოდის სწორი პასუხი და ინფორმაცია, თუ რომელი მაუსის მიერ მითითებული პასუხია შესრულებული სწორად. ეს იძლევა საშუალებას მოსწავლეებმა ამოიცნონ, გაანალიზონ და შეაფასონ დაშვებული შეცდომები, მასწავლებლის ან თანაკლასელებისაგან მიიღონ მყისიერი უკუკავშირი. ამით მასწავლებელს ეძლევა საშუალება განსაზღვროს რამდენად მიაღწია გაკვეთილის მიზნებს, ხოლო მოსწავლესა და მასწავლებელს - შეაფასონ შესწავლილი მასალის ცოდნის დონე და განსაზღვრონ ის ხარვეზები, რომელიც გამოიკვეთა ტესტირების პროცესში.

 რესურსში არსებული ინფორმაცია და მისი შესრულებისათვის საჭირო უნარები სრულად შეესაბამება XI კლასის ასაკობრივ დონეს. გათვალისწინებულია მოსწავლეთა სწავლის ტიპი, რადგან შედგება სხვადასხვა სახის დავალებისაგან.

დავალებებში მოცემული ინფორმაცია შინაარსობრივად და მეცნიერულად გამართულია, დაწერილია მოსწავლეებისათვის გასაგები ენით.

Microsoft Mouse Mischieft საშუალებით შესაძლებელია რესურსში არსებული დავალებების რაოდენობის მოდიფიცირება, ანუ, შეგვიძლია მოსწავლეებს შესასრულებლად მივცეთ დავალებების მთლიანი რაოდენობიდან მხოლოდ იმ შინაარსისა და რაოდენობის დავალება, რომელიც დაგვეხმარება აქტივობის მიზნის მიღწევაში. აქედან გამომდინარე, ჩემ მიერ შექმნილი ტესტი შესაძლებელია გამოყენებული იქნას სასწავლო პროცესში საკითხის ან თემის შეჯამების დროს, წინარე ცოდნის გააქტიურებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით და სხვა. ჩემ მიერ შექმნილ ტესტს მოსწავლეები ასრულებენ დიდი ხალისით, ჩართულობა მაღალია, მათ უვითარდებათ სხვადასხვა ტიპის უნარ-ჩვევა, კერძოდ:

·                     დასკვნის გამოტანის უნარი;

·                     ანალიზისა და შეფასების უნარი;

·                     კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
ზგემისა და ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ციფრული წიგნიერების განვითარება, რომელიც თანამედროვე სამყაროში მოსწავლეთა ადაპტირებისათვის აუცილებელია. ასევე გავითავლისწინე, რომ ქიმიით მოსწავლეთა დაინტერესება შედარებით ნაკლებია, გადავწყვიტე მოტივაციის ასამაღლებლად და ჩართულობის უზრუნველყოფისათვის შემექმნა ციფრული რესურსი. 
ამ რესურსის გამოყენება შესაძლებელია თემის: „ნახშირწყლები“ შესწავლის დროს XI კლასში. წარმოდგენილი რესურსის შექმნამ და გამოყენებამ მომცა ანალოგიური ტიპის რესურსების შექმნისა და მიზნობრივად გამოყენების გამოცდილება.
იმისათვის, რომ რესურსის გამოყენება იყოს ეფექტური და მისი გამოყენების დროს არ შეიქმნას პრობლემები, საჭიროა მასწავლებელმა ტესტირების დაწყებამდე მისცეს მკაფიო ინსტრუქცია მოსწავლეებს დავალებების შესრულების ტექნიკის შესახებ.

Microsoft Mouse Mischieft-ის საშუალებით შესაძლებელია სამი სხვადასხვა ტიპის ტესტის შედგენა:
· „ამოარჩიე რამდენიმედან მხოლოდ ერთი სწორი პასუხი“, ამ დროს სავარაუდო პასუხების რაოდენობა შეიძლება იყოს 2-დან 10-მდე;
·      „ეთანხმები თუ არა მოცემულ დებულებას“, პასუხებით: „კი“/“არა“;
·      ხატვა;
გამოყენება
·           აღნიშნული რესურსით ტესტირება უნდა ჩატარდეს საკლასო ოთახში, სადაც მოთავსებულია ინტერნეტში ჩართული ერთი კომპიუტერი, კომპიუტერთან შეერთებული პროექტორი და კომპიუტერთან მიეთებული სასურველი რაოდენობის მაუსი;
·           აქტივობის მიზნიდან გამომდინარე შესაძლებელია მაუსები მოსწავლეებს დაურიგდეთ ინდივიდუალურად, ან მოსწავლეთა წყვილებს ან მოსწავლეთა ჯგუფს;
·           ყველა მოსწავლემ ან მოსწავლეთა წყვილებმა/ჯგუფებმა ერთდროულად უნდა გახსნას ტესტი და მასწავლებლის ინსტრუქციის შემდეგ დაიწყონ მუშაობა მასზე;
·           მასწავლებელმა უნდა გასცეს მკაფიო ინსტრუქცია სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულების ტექნიკის შესახებ:
·           Power Point -ის დოკუმენტის გახსნის შემდეგ მასწავლებელმა უნდა გაუშვას პრეზენტაცია, ამისათვის ვასრულებთ შემდეგ ბრძანებებს ინსტრუმენტების პანელიდან: ვირჩევთ Slide Show:


თუ პრეზენტაციას ვიწყებთ თავიდან, ვირჩევთ ბრძანებას - From beginining:


თუ პრეზენტაციის დაწყება გვინდა როემლიმე კონკრეტული სლაიდიდან, დავდგებით ამ სლაიდზე და ვაძლევთ ბრძანებას From Current Slide:


ამის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა, რომელშიც უნდა ავირჩიოთ: „yes”:



ამის შემდეგ ეკრანზე გამოდის ფანჯარა, რომელზეც ჩანს მასწავლებლის მაუსის კურსორი(ამ შემთხვევაში დინოზავრიკი):


 კურსორით უნდა დავდგეთ ყვითელ მართკუთხედში და დავაწვეთ კლავიშს: Enter, რის შემდეგაც მასწავლებლის კურსორი მიიღებს ყვითელი ისრის ფორმას:


ამის შემდეგ გამოდის ახალი ფანჯარა, სადაც ვირჩევთ individual mode:

ამ ბრძანების ამორჩევის შემდეგ ახალ ფანჯარაში ჩნდება მოსწავლეთა კურსორები, ხოლო ზედა მარჯვენა კუთხეში ჩანს მონაწილეთა რაოდენობა(ამ შემთხვევაში - 2):

კურსორებით მოსწავლეებმა უნდა დააწკაპონ ბრძანებაზე: Click me! ამით მონაწილეთა რაოდენობა დაფიქსირდება და შესაძლებელია უშუალოდ ტესტირებაზე გადასვლა:ამისათვის მასწავლებლის მაუსი უნდა ჩამოვიტანოთ ეკრანის ქვედა ნაწილში, სადაც გამოვა ფანჯარა:

 ამ ფანჯარაში მოცემული ისრების საშუალებით შესაძლებელია დავალებებზე გადასვლა:

    

კურსორის საშუალებით მოსწავლეებმა უნდა მონიშნონ სწორი პასუხი:


მას შემდეგ, რაც ყველა მონიშნავს პასუხს, ეკრანზე გამოდის შეტყობინება, თუ რომელია სწორი ვარიანტი, რამდენმა გასცა სწორი პასუხი და ყველაზე სწრაფად ვინ შეასრულა დავალება:

ამ ნახაზზე ჩანს, რომ სწორი პასუხია მეორე, სწორი პასუხი ამოირჩია მხოლოდ 2 მონაწილემ და ყველაზე სწრაფად დავალება შეასრულა ყვითელმა ისარმა. ამის შემდეგ შესაძლებელია მოსწავლეებმა გაანალიზონ შეცდომა, ახსნან მიზეზები, მასწავლებელმა - მოსწავლეებს ან მოსწავლეებმა - ერთმანეთს მისცენ უკუკავშირი.
„კი“/“არა“ პასუხებიან დავალებებსაც ანალოგიურად ასრულებენ მოსწავლეები:


ხატვის ტიპის დავალებებში ყველა კურსორს შეუძლია ამოირჩიოს ფერი, რითაც იგი დახატავს. ჩემს ტესტში ხატვის რეჟიმი მაქვს არჩეული იმისათვის, რომ მოსწავლეებმა დაადგინონ შესაბამისობა ნახშირწყალსა და მის ფორმულას შორის:


კურსორით მოსწავლეები ირჩევენ მარცხნივ მოცემული პალიტრის მოცემული ფერებიდან ერთ-ერთს, ამისათვის უნდა დააწკაპონ მასზე და შემდეგ ხაზების საშუალებით ადგენენ შესაბამისობას:

როგორც ხედავთ ორივე მონაწილემ ერთნაირად მონიშნეს შესაბამისობა, მაგრამ ორივეს არჩეული აქვს განსხვავებული ფერი.



გთხოვთ, კომენტარებში დაწეროთ როგორ მოგეწონათ ჩემი ბლოგი. რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის. ასევე, შეგიძლიათ, კომენტარების საშუალებით, მომაწოდოთ თქვენი სურვილები და შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ!!!
გისურვებთ წარმატებებს!



No comments:

Post a Comment